LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აღმაშენებლის გამზირზე ქუჩის კეთილმოწყობა დაიწყო

62

თბილისის განვითარების ფონდმა აღმაშენებლის გამზირზე რეაბილიტაციის ბოლო ეტაპი დაიწყო.
მარჯანიშვილის მოედნიდან – ზაარბრიუკენის მოედნამდე მონაკვეთში ქუჩის კეთილმოწყობა ერთდროულად ორ უბანზე მიმდინარეობს.
დოდო აბაშიძისა და ჭოროხის მონაკვეთში ავტოპარკინგის მოსანიშნად, ბაზალტის ბორდიურები ეწყობა. სავალი ნაწილის დაგებამდე, გზის კონსტრუქციის ქვედა ფენები წესრიგდება.
ქვაფენილის საფუძვლის მოსამზადებლად რომის ქუჩიდან – ზაარბრიუკენის მოედნამდე მონაკვეთში გზის საფარი სწორდება. დროებითი საკომუნიკაციო ქსელები იშლება და სანიაღვრე სისტემისთვის რკინის ჭები მონტაჟდება.


გზის სავალ ნაწილზე ქვაფენილის დაგების შემდეგ, გარე განათების ახალი სისტემა დამონტაჟდება და სკამები დაიდგმება. გამზირზე კეთილმოწყობის სამუშაოებთან ერთად, ტერიტორია გამწვანდება.
თბილისის მერია და თბილისის განვითარების ფონდი პროექტ „ახალი ტფილისის“ I ეტაპის სამუშაოებს წლის ბოლომდე დაასრულებს.

წყარო: თბილისის განვითარების ფონდი