LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისს თანამედროვე ამერიკელი მხატვარი მარკარტურ ბინიონი ეწვია – მარიკა მაიოროვას ფილმს მის შესახებ კინო „ამირანში“ 19 მაისს აჩვენებენ

242
მარკარტურ-ბინიონი

2023 წლის 19 მაისს, 19:30 საათზე, კინოთეატრი „ამირანი“ უმასპინძლებს ქართველი რეჟისორის მარიკა მაიოროვას (დადიანი) დოკუმენტური ფილმის „ენადაბმული : ვდგავარ : გავშეშდი : (მომდევნო აზრები)“ დახურულ ჩვენებას.  ფილმი გადაღებულია თანამედროვე ამერიკელი მხატვრის მაკარტურ ბინიონის შესახებ. სპეციალურად ამ დღისთვის ის საქართველოში ჩამოფრინდა და თავად დაესწრება ფილმის ჩვენებას.

ფილმის ავტორი და რეჟისორი მარიკა მაიოროვა (დადიანი) წლების განმავლობაში ნიუ-იორკში მოღვაწეობდა და მაკარტურ ბინიონი 2017 წელს, გალერეა „ლე ლონგში“ მის პირველ დიდ სოლო გამოფენაზე გაიცნო. მარიკა 2009 წლიდან ეზიარება კონტემპორარი არტის პროცესებს, განათლებით კინორეჟისორი, ის თავიდან როგორც ვიდეო არტისტი და შემდგომ როგორც კურატორი იკვლევდა თავის გზას. 2009 წელს მისი პირველი ვიდეო არტ ნამუშევარი “Remember Me” წარმოდგენილი იყო ვენეციის ბიენალეს სპეცპროექტში, 2011 წელს კი მისი პირველი კურატორული პროექტი “Loft in the Red Zone – Tribute to 9/11“ ორმოცდაორი მხატვრის ნამუშევარს წარმოადგენდა და ჯეიპი მორგანის ისტორიულ კუთხის ოფისში ნიუ-იორკის ვოლსტრიტზე გაიმართა.

ფილმი „ენადაბმული : ვდგავარ : გავშეშდი : (მომდევნო აზრები)“ მარიკა მაიოროვას პირველი სრულმეტრაჟიანი კინო ნამუშევარია, და არის მხატვრის ინტიმური პორტრეტი, რომელიც ხელოვანის სულიერების და პროფესიულ შემოქმედებით ზრდაზეა დაყრდნობილი.

მაკარტურ ბინიონმა მთელი ცხოვრება თავისი გამორჩეული სტილის და საკუთარი ტექნიკის განვითარებას მიუძღვნა და 70 წლის ასაკში მოიპოვა პირველი დიდი ცნობადობა ვენეციის ბიენალეზე ნამუშევრით “დ.ნ.მ.”-ის სერიიდან. მას შემდეგ მხატვრის კარიერა დღითი დღე იზრდება. დღეს მაკარტური წარმოდგენილია ისეთ ა-კლასის გალერეებში, როგორიც არის: „ლეჰმან მაფენი (Lehmann Maupin)“ ნიუ-იორკში, „მასსიმო დე კარლო (Massimo de Carlo)“ მილანსა და ლონდონში და „კზავიერ ჰაფკენსი (Xavier Hufkens)“ ბრიუსელში. მაკარტურის ნამუშევრები დამთვალიერებლის წინაშე ბოლო წლების ყველა დიდ არტ-ბაზრებზე – „არტ ბაზელი (Art Basel)“-სა და „ფრიზი ლონდონი (Frieze London)“-ზეა წარმოდგენილი.

როდესმე თუ ყოფილხართ თანამედროვე კონცეპტუალური ამერიკელი მხატვრის სახელოსნოში? ან როდესმე დასწრებიხართ ფერწერის დამსახურებული პროფესორის ტილოსთან მუშაობის პროცესს? ან, როდესმე გაგიგიათ თუ რა ხდება აკადემიური პრიმიტივისტის თავში? მარიკა მაიოროვას დოკუმენტური ფილმი “ენადაბმული: ვდგავარ: გავშეშდი:(მომდევნო აზრები)” გვაძლევს საშუალებას, ამოვიცნოთ რა აზრებია ჩაქსოვილი მაკარტურ ბინიონის, მაკონ (შტატი მისისიპი) დაბაში დაბადებული, დეტროიტში გაზრდილი, ნიუ-იორკში ნაცხოვრები და ჩიკაგოში დამკვიდრებული აფროამერიკელი მხატვრის ტილოებში, რომელიც 11 შვილიან ოჯახში გაიზარდა და შთაგონებას ჯაზისმუსიკიდან იღებს, და რომელმაც უდიდეს წარმატებებს მიაღწია ფერწერის ასპარესზე თანამედროვე ხელოვნების ისტორიის თვალსაზრისით.

ფილმი „ენადაბმული : ვდგავარ : გავშეშდი : (მომდევნო აზრები)“ გადაღებულია მაკარტურ ბინიონთან ერთად ჩიკაგოში, ნიუ-იორკში, დეტროიტში, მილანში, ლონდონში, ბაზელში და ასახავს თანამედროვე ხელოვნების სამყაროს ესთეთიკას, კონცეპციას და “შიდა სამზარეულოს”.

დღეს, როდესაც მისი ნამუშევრები ათასჯერაა გაძვირებული თანამედროვე ხელოვნების მარკეტზე, დღეს, როდესაც მის ნამუშევრებზე დიდი მოთხოვნაა და მის სახელოსნოშიც ყველას უნდა ერთხელ მაინც მოხვედრა, მაკარტურ ბინიონი ფილმის ჩვენებაზე დასასწრებად საქართველოში ჩამოვიდა და  სწორედ მისი ეს ვიზიტი არის ამერიკელ და ქართველთანამედროვე მხატვრებს შორის დიალოგისდაწყებისა და ამ დიალოგის განვითარების საუკეთესო საშუალება.

ფილმი „ენადაბმული : ვდგავარ : გავშეშდი : (მომდევნო აზრები)“ ნაჩვენები იყო მაკარტურ ბინიონის სოლო გამოფენის „Altar:Work: (ნამუშევარი საკურთხეველში)“ ფარგლებში ფლორენციის მუზეუმში Museo Novecento. 19 მაისს ფილმი პირველად გავა კინოეკრანზე კინო მაყურებლების წინაშე.

ფილმი ნაჩვენები იქნება ინგლისურად, ორიგინალ ენაზე ქართული სუბტიტრებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g