პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი რუსეთიდან პირველი ავიარეისის შესრულებას სოციალური ქსელით ეხმაურება და წერს, რომ „ოცნება“ მოცემულობას სიამაყით ხვდება:
„დღეს, გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 7 წლის თავზე, მისი მკვლელების ჩამოყვანისა და პასუხისგებაში მიცემის ნაცვლად, მოსკოვიდან თბილისში შესრულდა პირდაპირი რეისი, რომელსაც „ოცნება“ სიამაყით ხვდება და ამას საკუთარ წარმატებადაც ასაღებს“, – წერს გახარია.
ამის შესახებ „საქართველო-რუსეთის მეგობრობის ცენტრის“ ხელმძღვანელმა თემურ მაისურაძემ განაცხადა და აღნიშნულით უპასუხა კითხვას, არის, თუ არა რუსეთი ოკუპანტი.
„რა თქმა უნდა, რუსეთი ოკუპანტი არ არის, საქართველოს ინტერესების მტერია ის, ვინც რუსეთს ოკუპანტს უწოდებს“ – თემურ მაისურაძე
როგორც ის აღნიშნავს, ვინმეს თუ ჰგონია, რომ ხალხის მიერ არჩეული ქვეყნის განვითარების ვექტორის შეცვლას ეცდება და პასუხისმგებლობას დაემალება, ცდება.
„პასუხისმგებლობა იქნება პერსონიფიცირებული და ეს ეხება ყველას და უპირველეს ყოვლისა დამალულ ივანიშვილს, რომელიც თავისი მარიონეტებით ამ პროცესს მართავს. ქართველი ხალხი აუცილებლად დავიცავთ ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას, მშვიდობას და ევროპულ მომავალს“. – წერს გიორგი გახარია.
ცნობისთვის, მოსკოვი-თბილისის თვითმფრინავი დაეშვა – რუსული ავიაკომპანიის კუთვნილი თვითმფრინავის დაჯდომა შამპანურით აღნიშნეს.
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი 10 მაისს გააუქმა. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის შესაბამისი განკარგულება 15 მაისიდან ამოქმედდა. საქართველო-რუსეთს შორის ავიამიმოსვლას კომპანია Azimuth Airlines განახორციელებს.