LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Tesla 2023 წლისთვის შესაძლოა სრულად ავტონომიური გახდეს, ამტკიცებს ილონ მასკი

184
tesla

ილონ მასკმა განაცხადა, რომ Tesla 2023 წლისთვის შესაძლოა სრულად ავტონომიური გახდეს. ამის შესახებ ელექტროქარების მწარმოებლის გენერალურმა დირექტორმა ტელეარხ CNBC-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. მისი თქმით, სრულ დამოუკიდებლობას ავტომობილები უახლოეს მომავალში მიაღწევენ. წელს მასკი ბოსტონის გარშემო მოგზაურობდა და ელექტროქარის მართვაში ჩარევა თითქმის არ დასჭირვებია, ის უბრალოდ მარშრუტს უთითებდა.

მასკი იმედოვნებს, რომ ავტონომიური მართვის პირადი სისტემები „ტესლას“ გაყიდვების დრაივერი გახდება და მათი დახმარებით კონკურენტებს უკან ჩამოიტოვებს. თუმცა, ამჟამად ინვესტორებს ის ფაქტი აშინებთ, რომ „ტესლა“ ფასებს ამცირებს, ახალი მოდელების გამოშვებაც ფერხდება.

ამასთან, FSD, რომელიც ელექტროქარს სრულად ავტონომიურს არ ხდის, 15 ათასი დოლარი ღირს, ეს კი აშშ-ში Model Y-ის საწყისი ღირებულების მესამედს შეადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები