LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიური ატელიე Aston Martin-ის ახალ მოდიფიკაციას წარმოადგენს

70

იტალიური ატელიე Zagato ახალ მოდიფიცირებულ სუპერქარს – Aston Martin Vanquish Zagato – Volante-ს წარმოგვიდგენს. კაბრიოლეტის პრემიერა ფებელ-ბიჩის ელეგანტურობის კონკურსზე გაიმართება. კონცეპტ-ქარის შექმნაში დიზაინერებმა Aston Martin-ის ექსკლუზიური სერიისა და ასევე V8 Vantage Volante 1987-ის კონცეპტი გამოიყენეს.

Aston Martin Vanquish Zagato Volante დაკომპლექტებულია 5.9 ლიტრიანი, ატმოსფერული ძრავით – V12-ით, რომელიც 576-დან 600-მდე ცხენის ძალის სიმძლავრისაა. კაბრიოლეტს 96 კმ/სთ სიჩქარის განვითარება სულ რაღაც 3.7 წამში შეუძლია.

მოდელის ფასი და სარეალიზაციო არეალი ჯერ-ჯერობით უცნობია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები