LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გააკეთეთ ეკონომია: მანჩესტერის ფეხბურთელებს მაისურების გაცვლა ეკრძალებათ

28

”მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელობამ ფეხბურთელებს აუკრძალა მეტოქეს მაისურები გაუცვალონ. მიზეზი ეკონომიაა.

”მათ (კლუბის ხელმძღვანელობა) ფეხბურთელებს თხოვეს მეტოქე გუნდის წევრებს მაისურები არ გაუცვალონ, მერე ახალი რომ არ გახდეს საჭირო. ეს სასაცილოა, თუ გავითვალისწინებთ რა ღირს კლუბი. ”იუნაიტედის” მფლობელებს რეპუტაცია აქვთ, რომლებიც ხარჯებს თვალ-ყურს ადევნებენ”, – წერს The Sun სიტუაციის მცოდნე წყაროზე დაყრდნობით.

ივლისში Forbes-მა ”მანჩესტერის” ღირებულება 3 მილიარდ ევროდ შეაფასა.

2014 წელს მანკუნიანელებმა ”ადიდასთან” თითქმის 900 მილიონ ევროიან ათწლიან კონტრაქტს მოაწერეს ხელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები