ქართველი მომღერალი ნინი შერმადინი, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს სტეფანე მღებრიშვილის კონცერტიდან კადრებს გვიზიარებს, რომელიც ნიუ-იორკში, ლეგენდარულ Webster Hall-ში გაიმართა. სტეფანე 1 400 მსმენელის წინაშე ყველასათვის ნაცნობი და პოპულარული სიმღერებით წარდგა.
ის პირველი ქართველი მუსიკოსია, რომელმაც ამ დარბაზში იმღერა, სადაც კონცერტები მსოფლიო ვარსკვლავებმა: Madonna-მ, Sting-მა, Mick Jagger-მა და U2-მ გამართეს.
როგორც გავრცელებული კადრებიდან ჩანს, სტეფანე მსმენელისთვის მაქსიმალურად დაიხარჯა და კონცერტზე მისულ ადამიანებს ბედნიერი წუთები აჩუქა.
ვიდეო: სტეფანეს და ნინი შერმადინის ემოციური და თბილი შეხვედრა ნიუ იორკში: „მიყვარხარ…“