LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Mercedes-მა ახალი E-Class-ის მოდელი წარმოადგინა

73

კომპანია Mercedes-Benz-მა E-Class-ის მოდელის განახლებული მოდიფიკაცია წარმოადგინა. ავტომობილის კოდური სახელია – All-Terrain. ხუთკარიანის საჯარო პრემიერა სექტემბრის ბოლოს, ტრადიციულად, პარიზის ავტოსალონზე შედგება. ახალმა მოდელმა გაძლიერებული ბამპერები და უკანა ნაწილის შეცვლილი ფორმა მიიღო.

ასევე განახლებულია Air Body Control-ის სისტემა, რომლის წყალობითაც ,,ლამაზმანი’’ გაცილებით უკეთესი წარმადობით გამოირჩევა.

Mercedes-Benz E-Class All-Terrain–ი მართვის ახალი სისტემით – 4Matic დაკომპლექტდა, რომელიც ასევე ავტომატური მართვის სისტემის – Dynamic Select-ის ფუნქციებსაც შეითავსებს. სტანდარტული ვერსიისგან განსხვავებით, განახლებულმა მოდიფიკაციამ 19-დან 20 დიუმამდე დისკები მიიღო. რაც შეეხება მის ინტერიერს, მოდელი გაწყობილია პრემიუმ სტილის მატერიალით და სპორტული სტილის პედლით.

Mercedes-Benz E-Class All-Terrain–ი აღჭურვილი იქნება დიზელის ორლიტრიანი ტურბოძრავით, რომელიც 194 ცხენის ძალის სიმძლავრისაა. ტრანსმისია ორსიჩქარიანი ავტომატით განისაზღვრა – 9G-Tronic. მოდელს 100 კმ/სთ სიჩქარის განვითარება 8 წამში შეუძლია. მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 232 კმ/სთ-ს შეადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები