LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დარჩიაშვილი: პრემიერმა გააკეთა მთავარი აქცენტები, ისაუბრა უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე – ლიდერებისთვის, რომლებმაც მოუსმინეს, გასაგებად იყო განმარტებული 

140
350090284_6123550727764473_1043845936537017771_n

„ევროპული ინტეგრაცია, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსის მინიჭება, სწორედ ამ გადაწყვეტილების  საჭიროების კონტექსტში, პრემიერმა გააკეთა მთავარი აქცენტები, ისაუბრა იმ უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია“, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა პრემიერ, ირაკლი ღარიბაშვილის მოლდოვაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მეორე სამიტზე გაკეთებულ გზავნილებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, პრემიერ-მინისტრს ჰქონდა შესაძლებლობა, მიეღო მონაწილეობა ძალიან საინტერესო მრგვალი მაგიდის განხილვაში, რომელსაც თანათავმჯდომარეობდნენ გაერთიანებული სამეფოს და პოლონეთის პრემიერ-მინისტრები.

დარჩიაშვილის სიტყვებით, ასევე, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მსგავს დისკუსიაში, სხვა ლიდერებთან ერთად ევროპარლამენტის პრეზიდენტი მონაწილეობდა.

ზელენსკი: რუსეთის მოსაზღვრე ყველა ევროპულ ქვეყანას საშუალება უნდა ჰქონდეს, გახდეს ევროკავშირისა და NATO-ს წევრი

როგორც საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, პრემიერმა კიდევ ერთხელ განმარტა, რატომ სჭირდება საქართველოს კანდიდატის სტატუსი:

„საქართველოს პრემიერ-მინისტრი ესწრებოდა გახსნით ნაწილს და შემდგომ გადაინაცვლა მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსიაში. მინდა, შევახსენო მოსახლეობას, რომ შარშან პრემიერ-მინისტრი თავად თანათავმჯდომარეობდა დისკუსიებს.

წელსაც მას ჰქონდა შესაძლებლობა, მიეღო მონაწილეობა ძალიან საინტერესო მრგვალი მაგიდის განხილვაში, რომელსაც თანათავმჯდომარეობდნენ გაერთიანებული სამეფოს და პოლონეთის პრემიერ-მინისტრები, საკითხი ეხებოდა უსაფრთხოებას.

პრემიერი: ჩვენ შევინარჩუნეთ მშვიდობა და ქვეყანა გაერთიანებისკენ მიგვყავს 

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, კიშინიოვში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების(EPC) მეორე სამიტზე დააფიქსირებს პოზიციას, რომ „საქართველო არის მზად, მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ჩვენი ქვეყანა იმსახურებს სტატუსს“.

საქართველოს პრემიერ-მინისტრს ჰქონდა მთავარი აქცენტები, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის საჭიროებებიდან, უსაფრთხოების გამოწვევებიდან გამომდინარე და იმ მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც ყველას საერთო მიზანია.

საქართველოს ევროპული ინტეგრაცია, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსის მინიჭება, სწორედ ამ გადაწყვეტილების და ამის საჭიროების კონტექსტში, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გააკეთა მთავარი აქცენტები, ისაუბრა იმ უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია.

ვოლსკი ზელენსკიზე: არასწორი დამოკიდებულება აქვს საქართველოს მიმართ, დამამცირებელი და აბსოლუტურად უსამართლო

ვფიქრობ, ლიდერებისთვის, რომლებმაც მოუსმინეს საქართველოს პრემიერს, საკმაოდ გასაგებად იყო განმარტებული გამოწვევები, ჩვენი ქვეყნის, საჭიროება და იმ გადაწყვეტილების აუცილებლობა, რასაც ჰქვია ჩვენი ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსის მინიჭება“. – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

ბეჟაშვილი: დასავლელი პარტნიორები, საქართველოს რუსეთის ორბიტაზე მოიაზრებს – საქართველოს მოხსენიება ბელორუსთან ერთად ხდება! ეს განგაშის საფუძველია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g