LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოხანაშვილი: ყველა პუნქტი შესრულებულია, დარჩენილია 2 საკითხი – ივნისის ბოლომდე 12-ვე პუნქტს შევასრულებთ

127
ანრი ოხანაშვილი

„პარლამენტმა საკმაოდ ინტენსიური სამუშაო გასწია იმისთვის, რომ 12 პუნქტი შესრულებულიყო და ჩვენ ივნისის ბოლომდე 12-ვე პუნქტს სრულად შევასრულებთ“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

როგორც მან „იმედის“ ეთერში აღნიშნა, მიუხედავად ოპოზიციის საბოტაჟისა, მმართველმა გუნდმა მოახერხა და 2 პუნქტის გარდა, ყველა მოცემული რეკომენდაცია შეასრულა:

„ამ 12 პუნქტის გადმოცემისთანავე, საქართველოს პარლამენტმა შექმნა სამუშაო ჯგუფები. ჩვენ შევთავაზეთ ოპოზიციას, რომ ერთად გვემუშავა, რადგან საქმე ეხება ქვეყანასა და ქვეყნისთვის სტატუსის მინიჭებას.

აქედან გამომდინარე, ყველას შევთავაზეთ მონაწილეობა, მაგრამ საზოგადოებას კარგად მოეხსენება, რომ ამ ადამიანებმა საბოტაჟი გამოუცხადეს სამუშაო ჯგუფებში მუშაობასა და 12 პუნქტის შესრულებას.

ამის მიუხედავად, ჩვენ, როგორც მმართველმა ძალამ, ვთქვით, რომ შევასრულებდით ყველა პუნქტს. დღეს ყველა პუნქტი შესრულებულია, დარჩენილია 2 საკითხი – საკანონმდებლო ცვლილებები სასამართლოსთან დაკავშირებით და დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი“. – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

იოზვიაკი: „ბრიუსელში საუბარია EU-ს 35 წევრ ქვეყანაზე, 10 ქვეყანა კანდიდატი ან პოტენციური კანდიდატია, რომელი 2 გამოირიცხა?“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g