LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლენტეხი-მესტიის მიმართულებით გადაადგილება 1.5 საათით შემცირდება

62

ლენტეხსა და მესტიას ერთმანეთთან ახალი საავტომობილო გზა და გვირაბი დააკავშირებს.

გზის სიგრძე დაახლოებით, 38 კილომეტრი იქნება, ხოლო გვირაბის 6 კმ-მდე.

როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან ”ფორტუნას” აცნობეს, პროექტის დასრულების შემდეგ, ლენტეხი-მესტიის მიმართულებით, გადაადგილების დრო 1.5 საათით შემცირდება.

მშენებლობის სავარაუდო ღირებულება 200 მლნ აშშ დოლარია. მისი დასრულება 2020 წელს იგეგმება.

ამჟამად მიმდინარეობს დეტალური პროექტირების სატენდერო პროცედურები.

ეს გზა პროექტ ”სივრცითი მოწყობის” ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები