LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

56 წლის შონ პენს 24 წლის მსახიობთან რომანი აქვს

36

როგორც ჩანს, 56 წლის შონ პენი კვლავ შეყვარებული და ბედნიერია – ჰოლივუდის ვარსკვლავს ახალი რომანი აქვს.  მსახიობის რჩეული 24 წლის მსახიობი ლეილა ჯორჯია. პაპარაცებმა წყვილი ჰავაის კუნძულზე დააფიქსირეს, სადაც ისინი ამჟამად ისვენებენ.

ლეილა – მსახიობ ვინსენტ დ’ონოფრიოს ქალიშვილია. ცოტა ხნის წინ მან მონაწილეობა მიიღო ფილმში, სადაც პარტნიორობას მას ჯეიმს ფრანკო და ტორი სპელინგი უწევენ. 2017 წელს ლეილას მონაწილეობით ახალი ფილმი გამოდის.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს შონი შარლიზ ტერონს დაშორდა, რომელთანაც დაქორწინებას გეგმავდა. ვარსკვლავი დაქორწინებული ორჯერ იყო – მადონასთან და რობინ რაიტთან, რომელთანაც ორი შვილი ჰყავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები