ქობულეთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ბიჭი ემსხვერპლა.
გავრცელებული ინფორმაციით, ავარია სოფელ ლეღვაში გუშინ მოხდა. ავტომობილი ხიდის ჯებირებს შეეჯახა, რა დროსაც საჭესთან მყოფი 25 წლამდე ასაკის მამაკაცი დაშავდა. ის კლინიკაში გარდაიცვალა.
„ფორტუნა“ დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.
ინფორმაცია მიღებისთანავე განახლდება.