43 წლის რებელ უილსონმა ბოლო ორი წლის განმავლობაში წონაში 40 კილომდე დაიკლო. შემდეგ არატრადიციული ორიენტაციის შესახებ განაცხადა, დაინიშნა რომანა აგრუმაზე და სუროგატი დედის მეშვეობით პირველი ქალიშვილიც შეეძინა. მსახიობი ამაყობს მიღწევებით და სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია.
ამჯერად მან „ინსტაგრამზე“ ფოტოების სერია გაავრცელა, სადაც სრულიად შეცვლილი პოზირებს. მისმა უკანასკნელმა ფოტოებმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, რებელი სახეზე საოცრადაა შეცვლილი. ბევრი ფიქრობს, რომ მსახიობმა პლასტიკურ ოპერაციას მიმართა.
„სრულიად სხვანაირი სახე აქვს“, „პლასტიკურ ოპერაციებს მიმართა“, „ეს არის საუკუნის გარდასახვა“, – წერენ კომენტარებში.