LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შონ პენთან ვიმღერეთ და წამოვიდა შენიშვნები… თავად არ შეწუხებულა ჩვენი იქ ყოფნით და თქვენ ნუ გადაირევით – გიორგი უშიკიშვილი კრიტიკოსებს პასუხობს

667
ფორტუნა (7)

ჰოლივუდის ვარსკვლავი, ოსკარის ორი ჯილდოს მფლობელი, მსახიობი და რეჟისორი შონ პენი თბილისშია. შონ პენი საქართველოში ფესტივალის ZEG ფარგლებში ჩამოვიდა.

რეჟისორს მთაწმინდაზე უმასპინძლეს, სადაც გიორგი უშიკიშვილმა „ოროველა“ შეასრულა.

მომღერალი მომხდარის შემდეგ სოციალურ ქსელში გაჟღერებულ კრიტიკას ეხმაურება.

„შონ პენთან ვიმღერეთ და სიმღერა კი მოეწონა ყველას. მადლობა. მაგრამ წამოვიდა შენიშვნები. ნუ აბა, ისე როგორ იქნებოდა.
1. რა თავზე დაადგნენ
2. კაცს საჭმელი მაინც ეჭამა და მერე ემღერათ
3. სუფრასთან მაინც დაესვათ მომღერლები
4. რა ყურჩი ჩაყვირიან
5. შონ პენს არაფერი ეტყობოდა რომ მოეწონა სიმღერა
6. რამე სხვა სიმღერა ემღერათ, უფრო ხმამაღალი

მოკლედ, ვისაც ეს კითხვები აწუხებს, გეტყვით რომ სუფრასთან ვიჯექით მთელი 2 საათი. შონ პენი უკვე ნაჭამი იყო „ოროველა“ რომ ვიმღერეთ.

სხვა ბევრი სიმღერაც ვიმღერეთ დამჯდარი სუფრასთან  და ყურში რომ არ ჩაგვეყვირა, ამიტომ ვიმღერეთ „ოროველა“. თავზე დავადექით, იმიტომ რომ უკრაინის სადღეგრძელო დალია და მისივე თხოვნით ახლოს მივედით და დაღუპული გმირების პატივსაცემად ვიმღერეთ. ახლა თავად არ შეწუხებულა ჩვენი იქ ყოფნით და ნუ გადაირევით მის მაგივრად.
და ბოლოს, ვისაც ჰგონია, რომ შონ პენს არ მოეწონა, დაგველოდეთ! ყურთან უფრო ახლოს ვაპირებთ სიმღერას“. – წერს გიორგი უშიკიშვილი.

„როგორც ერთ ამერიკელს უკრაინამ არა მხოლოდ უკრაინა, არამედ საქართველოც მაჩუქა” – შონ პენი

ვიდეო: გიორგი უშიკიშვილის შესრულებული „ოროველა“ და აღფრთოვანებული შონ პენი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g