LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გვსურს მოვუწოდოთ ყველას, თავი შეიკავონ საზოგადოების შეცდომაში შეყვანისგან“ – რა განცხადებას ავრცელებს „მაკდონალდს საქართველო“

271
353102777_1199393870741953_831842244034231544_n

„მაკდონალდს საქართველო“ ცნობილი ბრიტანელი მომღერლის ელტონ ჯონის შესახებ ბროშურის გავრცელებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. კომპანიის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ მიმართვას „ფორტუნა“ უცვლელად გთავაზობთ:

„გვსურს, გამოვეხმაუროთ „მაკდონალდს საქართველოს“ მისამართით გავრცელებულ უსაფუძვლო ბრალდებებს, რომელიც მიზნად ისახავს კომპანიისა და მისი დამფუძნებლის რეპუტაციის შელახვას.

საზოგადოებას განვუმარტავთ, რომ დღიდან დაარსებისა, „მაკდონალდს საქართველოს“ მთავარი ფასეულობა იყო ადამიანებზე ზრუნვა და სხვადასხვა შემეცნებითი, საგანმანათლებლო, საქველმოქმედო თუ სოციალური კამპანიით ვცდილობთ ადამიანების ყოველდღიურობის გაუმჯობესებას, ბავშვების გახალისებას და მოტივირებას. წლების განმავლობაში ჩვენს მიერ გამოცემული და რეალიზებულია 300 000-მდე შემეცნებითი წიგნი და ვამაყობთ, რომ ამით წვლილი შევიტანეთ ბავშვების კითხვით დაინტერესებაში.

Happy Meals Reader-ის საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც გლობალურად ხორციელდება, მიზნად ისახავს ბავშვებისთვის ცნობილი ადამიანების ცხოვრებისა და წარმატების ისტორიების გაცნობას და ამით ერთგვარად წახალისებას, რომ შრომითა და ცოდნით მათაც შეუძლიათ წარმატების მიღწევა. წიგნებში მოთხრობილი ისტორიები, სოფი ბიერისა და ემი ბლექველის ავტორობით შექმნილი წიგნის – “Little people, big dreams”-ის სერიიდანაა აღებული.

„მივიღე ბევრი მუქარა თუ შეურაცხყოფა .. არანაირ პროპაგანდას არ ვეწევი არც მე, არც მით უმეტეს მამაჩემი, თუმცა კატეგორიულად ვგმობ ჰომოფობიას“ – სოფო ჭყონია

ჰეფი მილის წიგნების (Happy Meal Readers) სერიაში სხვადასხვა პროფესიის ცნობილი ადამიანების ისტორიებს შეხვდებით, რომლებსაც დიდი ოცნებები ჰქონდათ. მათ ბევრი იშრომეს, რომ წარმატებისთვის მიეღწიათ და ლეგენდები გამხდარიყვნენ. Happy Meal readers-ი წარმოგიდგენთ ისეთი დიდი ადამიანების ცხოვრებას როგორებიც არიან: ალბერტ აინშტაინი, მუჰამედ ალი, მარტინ ლუთერ კინგი, ელა ფიცჯერალდი და მრავალი სხვა.

Happy Meal Readers წიგნები გამოცემულია Frances Lincoln Children’s books-ის ლიცენზიით, არის საერთაშორისო, ყველა ქვეყნის „მაკდონალდსისთვის“ ერთნაირი კონტენტით იბეჭდება ჩინეთში და ლიცენზიის პირობებით, დაუშვებელია მისი შინაარსის ან კონტექსტის შეცვლა.

სწორედ ამ პროგრამის ფარგლებში გამოიცა მორიგი წიგნი, რომელიც ცნობილი ბრიტანელი მუსიკოსის, მომღერლისა და პიანისტის, სერ ელტონ ჯონის ისტორია, მის წარმატებასა და მუსიკის სიყვარულზე მოგვითხრობს.

გვსურს მოვუწოდოთ ყველას, თავი შეიკავონ საზოგადოების შეცდომაში შეყვანისგან და მაკდონალდსის გუნდის ბრალდებაში, თითქოს რაიმე სახის პროპაგანდას ვეწევით.

ადამიანების ძალა არის მრავალფეროვნებაში. სამწუხაროა, როდესაც პროპაგანდა იყენებს ადამიანების სქესსა თუ ორიენტაციას მათი დისკრედიტაციისთვის, ამახინჯებს კონტექსტს და ხელს უწყობს ჩაგრულთა კიდევ უფრო ჩაგვრას.
წინა პოსტის ბუნდოვანების გამო, გიხდით ბოდიშს“, – აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g