LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფრანგული სუნამოების ბრენდი 160-წლიანი ისტორიით – საქართველოში Roger&Gallet შემოვიდა

548
ჯპს

160-წლიანი ისტორიის მქონე სუნამოს მწარმოებელი ფრანგული ბრენდი Roger&Gallet საქართველოში ექსკლუზიურად სააფთიაქო ქსელ ჯპს-შია წარმოდგენილი. ქართული პრესისა და მედიისათვის ბრენდის გასაცნობად საფრანგეთიდან სპეციალური მოწვევით ჩამოვიდნენ  Roger & Gallet-ის (“როჟე გალეს”) წარმომადგენლები. ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, გასცნობოდნენ 8 სხვადასხვა არომატის მქონე სუნამოს, რომლებიც ყვავილებისა და ხილის ნატურალურ ექსტრაქტებზეა დამზადებული.

თითოეულ არომატს როგორც საფრანგეთში, ისე მის ფარგლებს გარეთ ათასობით მომხმარებელი ენდობა და დატვირთული დღეების შესამსუბუქებლად იყენებს. Roger&Gallet-ს ბრენდის პროდუქცია სწორედ ამ კონცეფციით გამოირჩევა.

ბრენდის წარმომადგენლებმა აუდიტორიას უამბეს სუნამოს შექმნისა და მისი განვითარების ისტორია, საინტერესო ფაქტები, მათ შორის საფრანგეთის იმპერატორის ნაპოლეონ ბონაპარტის შესახებ, რომელიც აღნიშნულ სუნამოს მოიხმარდა.

ასევე, პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო ბრენდის მიერ საფრანგეთში ერთ-ერთი ცნობილი უნივერსიტეტისთვის Université de Tours and Emospin-თვის დაკვეთილი კვლევის შედეგები, რომლის თანახმადაც, სუნამოები სახელად Gingermbre Rouge (წითელი ჯინჯერი) და Bois d’Orange (ფორთოხლის ყვავილი) ასტიმულირებს კისრის კუნთების აქტივობას და სხეულს ენერგიას მატებს. სუნამოები – Fleur de Figuier (ლეღვის ყვავილი) და Rose (ვარდი) ხელს უშლის ტრაპეციული კუნთების შეკუმშვას, ანუ სხეულის დაძაბვას, რაც პროდუქტების დამამშვიდებელ თვისებებზე მეტყველებს. შესაბამისად, ყველა მომხმარებელი აღნიშნულ არომატებს ინდივიდუალური საჭიროებების მიხედვით იყენებს.

როგორც ჯპს-ის სილამაზის მიმართულების ხელმძღვანელმა, დიკა ოქროპირიძემ პრეზენტაციაზე აღნიშნა, Roger & Gallet ქართული ბაზრისთვის საინტერესო სიახლე იქნება:

„Roger & Gallet-ის მომხმარებლები არიან აქტიური ცხოვრების წესის მქონე ადამიანები, რომლებიც ბრენდის სუნამოებს იყენებენ როგორ ენერგიის მომცემ, ისე სარელაქსაციო საშუალებად“, – აღნიშნა მან.

ბედნიერების სურნელის დამზადების ისტორია 1862 წელს იწყება, როცა ცნობილი Eau de Cologne-ის („ოდეკოლონი“) მემკვიდრე Roger&Gallet-ი უნიკალური თვისებებით დაჯილდოებულ სუნამოს ქმნის. წარმატების ისტორია თაობიდან თაობას გადაეცემოდა. დღეს კი საფრანგეთში უკვე ყოველ 2 წუთში ერთხელ Roger & Gallet-ის ერთი ფლაკონი იყიდება. ბრენდი ცნობილია უმაღლესი ხარისხის პროდუქციით, რომელიც აერთიანებს  სუნამოებსა და  თავის მოვლის საშუალებებს: შხაპის გელი, მყარი საპონი, ტანის ლოსიონი და სხვა.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g