LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

The Grand Tour-ის ახალი ტრეილერი: რბოლა და სროლა

46

ჯერემი კლარკსონმა YouTube-ის საკუთარ არხზე ახალი საავტომობილო შოუს მეორე ტრეილერი გამოაქვეყნა. შეგახსენებთ, სახელგანთქმული სატელევიზიო პროექტ ”Top Gear”-დან ცნობილი სამეულის სკანდალური წასვლის შემდეგ, წამყვანებმა ახალი შოუ წამოიწყეს. რგოლში ნაჩვენებია რბოლა პლაჟზე, ”სამეფო კარის თამაშების” გადასაღებ მოედანზე ”Alfa Romeo 4C”-ით მოძრაობა, კლარკსონი მოტოციკლზე და ჯეიმს მეი,რომელიც ”აუდის” ფანჯრიდან ისვრის.

”The Grand Tour”-ის პირველი ტრეილერი ოქტომბრის დასაწყისში გამოვიდა, ვიდეოდან ნათელი გახდა, რომ ახალ შოუში იქნება ყველაფერი ის, რაც ასე ძალიან უყვარდა ”Top Gear”-ის მაყურებელს.

ტელეგადაცემის შემქმნელებმა გაავრცელეს რამდენიმე თიზერიც, სადაც აღნიშნული იყო, რომ გადაღებებისას 27 ავტომობილი გაანადგურეს და 15 ათასი ჭიქა ყავა მიირთვეს.

”The Grand Tour”-ის პირველი ეპიზოდის პრემიერა სერვის Amazon Prime-ზე, 18 ნოემბერს გავა. გადაცემა სამ წელიწადზეა გათვლილი და სულ 36 სერია გამოვა. ”The Grand Tour”-ის გადაღებები დაახლოებით 250 მილიონი დოლარი დაჯდება.

https://www.youtube.com/watch?v=QOmh9JZJWFc

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები