LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო შოტლანდიაშია: ბორჯღალოსნები წლის ბოლო ტესტისთვის ემზადებიან

38

ბორჯღალოსნები წლის დასკვნითი ტესტ-მატჩის გასამართად შოტლანდიას ეწვივნენ. გუნდი ედინბურგში დაბინავდა.
შეგახსენებთ, რომ უმცროსი ბორჯღალოსნებიც სწორედ ედინბურგში არიან და 23 ნოემბერს შოტლანდიის 20-წლამდელთა ნაკრებს შეხვდებიან. ილია მაისურაძის შეგირდები 2017 წლის 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ემზადებიან და რამდენიმე დღის წინ ალსთერის თანატოლთა გუნდი 27-12 დაამარცხეს.

24 ნოემბერს უმცროსი ბორჯღალოსნები სამშობლოში ბრუნდებიან, ხოლო უფროსები გლაზგოში მიემგზავრებიან და 26 ნოემბრის ჯახისთვის იქ განაგრძობენ მზადებას. მატჩი გლაზგოს მახლობლად მდებარე ქალაქ კილმარნოკში გაიმართება და თბილისის დროით 18:30 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი კი საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე გაიმართება.

დადასტურებით შეიძლება ითქვას, რომ ტრავმების შემდეგ რეაბილიტაციას განაგრძობენ და შოტლანდიის წინააღმდეგ ვერ ითამაშებენ ლაშა ხმალაძე და დავით კაჭარავა. შოტლანდიაში გამგზავრებამდე ბორჯღალოსნებმა თბილისში ორი შეხვედრა გამართეს და იაპონიასთან 22-28 დამარცხდნენ, ხოლო 19 ნოემბერს სამოა 20-16 დასცეს. სქოთებმა 12-ში ავსტრალიას უმასპინძლეს და 22-23 დამარცხდნენ, ხოლო ორი დღის წინ არგენტინას 19-16 აჯობეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები