LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კატეგორიულად მიუღებელია, მოვუწოდებ სამართალდამცავებს მოახდინონ მყისიერი და ეფექტიანი რეაგირება“ – სახალხო დამცველი ლევან ბერძენიშვილზე თავდასხმის ფაქტზე

155
fot

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი, ლევან ბერძენიშვილზე თავდასხმის ფაქტს გამოეხმაურა.

იოსელიანი წერს, რომ მსგავსი რამ მისთვის კატეგორიულად მიუღებელია.

სახალხო დამცველი მოუწოდებს სამართალდამცველებს მოახდინონ მყისიერი და ეფექტიანი რეაგირება.

„ვრცელდება ინფორმაცია ლევან ბერძენიშვილზე თავდასხმის შესახებ, რაც ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია. დემოკრატია გულისხმობს იმ ადამიანების ერთობლივ მშვიდობიან თანაცხოვრებას ვისაც განსხვავებული აზრები გააჩნიათ. აგრესიას, რომელიც დღეს სოციალურ ქსელში არსებობს განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს შორის, თუ ცხოვრებაში გადმოვიტანთ აუცილებლად მივიღებთ სამოქალაქო დაპირისპირებას, რაც ჩვენმა სამშობლომ ერთხელ უკვე იწვნია და რომლის შედეგებსაც დღესაც მწარედ ვიმკით.
მოვუწოდებ სამართალდამცავებს მოახდინონ მყისიერი და ეფექტიანი რეაგირება და გაატარონ კანონით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება შესაძლო ძალადობის ფაქტზე,“- წერს სახალხო დამცველი.

შეგახსენებთ, ლევან ბერძენიშვილს დღეს, ილია ჭავჭავაძის გამზირზე დაესხნენ თავს. როგორც ბერძენიშვილმა „ფორტუნას“ განუცხადა, უცნობმა მოქალაქემ დაიწყო ერეკლე მეორის დაცვა და მისი მისამართით დედის გინება.

კობახიძე: არ შეიძლება ადამიანი, რომელიც პროფესორის სტატუსით სარგებლობს, გამოდიოდეს და ლანძღავდეს ჩვენს გმირ მეფეებს

„ეს მოქალაქე იყო ივანიშვილის კრებითი სახე.. მეტყველებდა, ზუსტად ისე, როგორც ჩვენი ბიძინა“ – ლევან ბერძენიშვილი 

„ამ ყველაფრის დამკვეთი არის ბიძინა ივანიშვილი, ორგანიზატორი კი – ირაკლი კობახიძე და ირაკლი ღარიბაშვილი“ – მანჯგალაძე ბერძენიშვილზე მომხდარ თავდასხმაზე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g