LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობახიძე: არ შეიძლება ადამიანი, რომელიც პროფესორის სტატუსით სარგებლობს, გამოდიოდეს და ლანძღავდეს ჩვენს გმირ მეფეებს

154
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (4)

„რა თქმა უნდა, ძალადობა მიუღებელია, მაგრამ ასევე ყველას უნდა მოვუწოდოთ, ნუ შეუწყობენ ხელს საზოგადოებაში შუღლის გაღვივებას“, – ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ილია ჭავჭავაძის გამზირზე ლევან ბერძენიშვილზე თავდასხმის ფაქტს და მომხდარს ბერძენიშვილის მიერ საზოგადოებაში „შუღლის გაღვივებას“ უკავშირებს.

„ერეკლეს იცავდა და დედას იგინებოდა, პროვოკატორი იყო“ – რას ამბობს ლევან ბერძენიშვილი ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარ ინციდენტზე

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, „არ შეიძლება ადამიანი, რომელიც პროფესორის სტატუსით სარგებლობს, გამოდიოდეს და ლანძღავდეს გმირ მეფეებს“.

„თუ საქმე გვაქვს ძალადობასთან, ძალადობა მიუღებელია. ერთი რამ მინდა გავიმეორო, საქართველოში არიან ადამიანები, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ პოლარიზაციისთვის, რადიკალიზმის გაღვივებისთვის, აგრესიის დათესვისთვის და პირდაპირ უპირისპირდებიან იმ ყველაფერს, რაც უკავშირდება ჩვენს ეროვნულ იდენტობას, პირდაპირ ებრძვიან ეკლესიას, პატრიარქს, ჩართული არიან მიუღებელ აგიტაციაში, ებრძვიან ჩვენს 250 წლის წინ გარდაცვლილ მეფეებს, გმირ მეფეებს და ასე შემდეგ.

„ეს მოქალაქე იყო ივანიშვილის კრებითი სახე.. მეტყველებდა, ზუსტად ისე, როგორც ჩვენი ბიძინა“ – ლევან ბერძენიშვილი 

„ეს არ დამთავრდება, ხელისუფლებას მიცემული აქვს ბრძანება, რომ ყოველ დღე რაღაც უნდა მოხდეს. იყო ზურა გირჩი, ახლა იყო ლევან ბერძენიშვილი“

არ შეიძლება ასე საზოგადოებაში შუღლის გაღვივება, ეს სწორი არ არის. რა თქმა უნდა, ძალადობა მიუღებელია, მაგრამ ასევე ყველას უნდა მოვუწოდოთ, ნუ შეუწყობენ ხელს საზოგადოებაში შუღლის გაღვივებას.

„ამ ყველაფრის დამკვეთი არის ბიძინა ივანიშვილი, ორგანიზატორი კი – ირაკლი კობახიძე და ირაკლი ღარიბაშვილი“ – მანჯგალაძე ბერძენიშვილზე მომხდარ თავდასხმაზე

არ შეიძლება ადამიანი, თუ არ ვცდები პროფესორის სტატუსით სარგებლობს, გამოდიოდეს და ლანძღავდეს ჩვენს გმირ მეფეებს, ერეკლე მეორე გალანძღა, დავით აღმაშენებელი და ასე შემდეგ. ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია, რაც შეეხება შუღლის გაღვივებას, ესეც მიუღებელია. იმედი მაქვს, მომავალში შუღლის, რადიკალიზმის გაღვივება აღარ მოხდება“, – აღნიშნა კობახიძემ.

შეგახსენებთ, ლევან ბერძენიშვილს დღეს, ილია ჭავჭავაძის გამზირზე დაესხნენ თავს. როგორც ბერძენიშვილმა „ფორტუნას“ განუცხადა, უცნობმა მოქალაქემ დაიწყო ერეკლე მეორის დაცვა და მისი მისამართით დედის გინება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g