LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კრიშტიანო გინესის რეკორდებში შეიყვანეს: კაცი ისტორია

119
Screenshot 2023-06-21 114103

კრიშტიანო რონალდომ საოცარი შედეგი დააფიქსირა: მან ეროვნულ ნაკრებში 200 მატჩი ჩაატარა, გახდა ისტორიაში პირველი და ამით გინესის რეკორდების წიგნიც დააინტერესა.

38 წლის ფორვარდი ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის მატჩში ისლანდიასთან ძირითადში იყო (1:0 პორტუგალიამ მოიგო). ის გახდა პირველი ფეხბურთელი ისტორიაში, რომელმაც 200 მატჩი ჩაატარა ეროვნულ გუნდში.

რონალდოს პორტუგალიის ნაკრებში დებიუტი 2003 წელს ჰქონდა. მის ანგარიშზე უკვე 123 გოლია ნაკრებში. ის გახდა ევროპის ჩემპიონი 2016 წელს და მოიგო პირველი ერთა ლიგა (2018/19).

კრიშტიანო: „ეს წარმოუდგენელი მიღწევაა, ეს საოცრებაა. თანაც გამარჯვების გოლის გატანა – ეს რაღაც განსაკუთრებულია. მადლობა უნდა ვუთხრა სტადიონს, ისლანდიას, ხალხს და გულშემატკივრებს ჩემთვის ასეთი საღამო რომ მოაწყვეს. მადლობა ყველას, მათ ჩემი დღე შექმნეს“.

ისლანდია-პორტუგალიის მატჩის ერთადერთი გოლი სწორედ რონალდომ გაიტანა 90+1 წუთზე. მასპინძლები 81-ე წუთზე კაცნაკლული დარჩნენ.

თამაშის დაწყებამდე კი რონალდომ გინესის რეკორდების წიგნის სერტიფიკატი მიიღო, როგორც პირველმა ფეხბურთელმა, რომელმაც ეროვნულ ნაკრებში 200 მატჩი ითამაშა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები