LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს არის ჩემი დისკრეციული უფლება, რომელსაც ვიყენებ დღეს“ – სალომე ზურაბიშვილის კომენტარი გვარამიას შეწყალებაზე

371
ზურაბიშვილი-გვარამია-1920x1032

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია შეიწყალა.

აღნიშნულის შესახებ მან ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„დღეს მოვაწერე ხელი ნიკოლოზ გვარამიას შეწყალების აქტს. ეს გადაწყვეტილება მე მივიღე რაც 19 ივნისს ამოიწურა ყველა სამართლებრივი საფეხური, როცა უზენაესმა სასამართლომ არ მიიღო განსახილველად საკასაციო სარჩელი.

ამ გადაწყვეტილებაზე მე არ ვაპირებ, რომ ახსნა-განმარტება გაგიზიაროთ, ეს არის ჩემი დისკრეციული უფლება, რომელსაც მე ვიყენებ დღეს“, – თქვა პრეზიდენტმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g