LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბარში მყოფი მეგობრები არასაკმარისი მხიარულებისთვის დააჯარიმეს

119
64365

ჩინეთში მცხოვრები ქალის თქმით, ის ბარში იმის გამო დააჯარიმეს, რომ არასაკმარისად სადღესასწაულო ატმოსფეროს ქმნიდა. ინფორმაციას ამის შესახებ South China Morning Post ავრცელებს.

გოგონამ, რომლის სახელსაც გამოცემა არ აზუსტებს, თავისი ისტორია ჩინურ სოციალურ ქსელში გააზიარა. მომხმარებლის თქმით, მან ქალაქ ჰანჩჟოუს მოდურ ბარში Boom Shake-ში Vip-კაბინა დაჯავშნა. ასეთი სივრცის დაჯავშნისთვის გოგონამ და მისმა მეგობრებმა დეპოზიტი 3მ8 ათასი იუანი გადაიხადეს. როდესაც სამეგობრო ადგილზე მივიდა, აღმოაჩინა რომ ადგილები ყველასთვის საკმარისი არ იყო. მიუხედავად ამისა, მათ მაინც დარჩენა გადაწყვიტეს. როდესაც ჩეკი მოუტანეს, გოგონამ იქ გაურკვეველი მოსაკრებელი – 300 იუანი აღმოაჩინა.

მომსახურე პერსონალმა მას აუხსნა, რომ ეს გადასახადი იყო ჯარიმა იმისთვის, რომ სამეგობრო საკმარისად არ მხიარულობდა.
„საუბრის უნარი დავკარგე. ჩვენ იქ როგორც კლიენტები ისე მივედით და ატმოსფეროს შექმნა ჩვენი ვალი არ ყოფილა. რა უფლებით დაგვაჯარიმეს?“

ჩინელმა მენეჯერთან იჩივლა და საბოლოო ჯამში სამეგობროს არაფრის გადახდა არ დასჭირდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები