47 წლის ჯენიფერ ლოპესის შესაძლოა ნებისმიერი ახალგაზრდა ასაკის გოგოს შეშურდეს. მომღერალი ორ შვილს ზრდის, გულმოდგინედ მუშაობს, ღამეს კი მეგობრებთან ერთად მაიამის ღამის კლუბებში ატარებს.
ერთ-ერთი ასეთი გართობის დროს ლოპესი მეგობარმა ჩუმად გადაიღო და ვიდეო „ინსტაგრამზე“ გააზიარა, რომელსაც მრავალრიცხოვანი „მოწონებები“ და კომენტარები მოჰყვა. ზოგმა მათგანმა ლოპესის სხეული კიმ კარდაშიანის ფიგურასაც კი შეადარა.
https://www.instagram.com/p/BNTP_09BdAT/