გარდაცვლილი მომღერლის ლევან კბილაშვილის დედა, მელიტა ფურცელაძე, სოციალურ ქსელში შვილის ფოტოებს აქვეყნებს.
მას შემდეგ რაც, ნუცა ბუზალაძის მოსკოვში სიმღერასთან დაკავშირებულ განცხადებებში ლევან კბილაშვილის სახელი იქნა ნახსენები, მელიტა ფურცელაძემ საჯარო პოსტი გაავრცელა და დაწერა, რომ მისი შვილი რუსეთში არ გაპარულა, ის წავიდა იმიტომ, რომ საქართველო ეჩვენებინა. მისივე თქმით, სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა სცენაზე, ლევანი საქართველოს დროშით ხელში გამოდიოდა.
ამჯერად, გარდაცვლილი მომღერლის დედა გვიზიარებს ფოტოებს, რომელიც ლევან კბილაშვილის სცენაზე გამოსვლის დროს არის გადაღებული. მას ხელზე საქართველოს დროშა უკეთია:
„აი, ასეთია ლევან კბილაშვილი“, – წერს მელიტა ფურცელაძე.
ლევან კბილაშვილის აღნიშნულ ფოტოებს სოციალურ ქსელში საზოგადოების დიდი გამოხმაურება მოჰყვა:
„ის შეუდარებელია და ნამდვილი პატრიოტია, ეს უდავოა“..
„საამაყო და არავისთან შესადარებელი“..
„ბიჭი, რომელმაც ძალიან ბევრი ეროვნების ადამიანს დაანახა თავისი საქართველო“..
„ლევანს გულით დაჰქონდა საქართველო… მისი სამშობლოს სიყვარული და საქციელით ამბობდა ყველაფერს… შეუდარებელი ხარ ჩვენო ლევან“, – წერენ კომენტარებში.
აი ასეთია ლევან კბილაშვილი ❤️
Posted by Melita Purceladze on კვირა, 25 ივნისი, 2023