LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპაში სიჩქარის რეჟიმები რეალური დროის რეჟიმში შეიცვლება

130
4546788

ევროპულ ტრასებზე ინტელექტუალური სატრანსპორტო სისტემები გაჩნდება, რომელიც რეალური დროის რეჟიმში დაარეგულირებს ნაკადის სიჩქარეს, შუქნიშნების მუშაობას და ავარიების შესახებ საჭირო ორგანოებს შეატყობინებს.

გზების გასწვრივ დაამონტაჟებენ სპეციალურ ელექტრონიკას, გადამცემებს და თანამგზავრებს ინფორმაციის შესაგროვებლად. ხელოვნური ინტელექტის დამსახურებით სისტემა გზებზე სიტუაციას შეაფასებს და ციფრულ საგზაო ნიშნებს განაახლებს: მაგალითად, შეამცირებს სიჩქარეს ან მძღოლს საგზაო სამუშაოების შესახებ გააფრთხილებს. გარდა ამისა, სისტემა ავარიებსაც ადევნებს თვალს და ექსტრემალურ სამსახურებს გამოიძახებს.

ინოვაციური სისტემის დამსახურებით გზებზე საცობების შემცირებას და უსაფრთხოების გაზრდას აპირებენ.

შეგახსენებთ, რომ ევროპულ ქვეყნებს 2050 წლისთვის ახალი მიზანი აქვთ დასახული – ავტო საგზაო შემთხვევები 0 მსხვერპლით. სწორედ ამიტომ ახალგაზრდა მძღოლების მომზადებას მეტი ყურადღება დაეთმობა, ჯარიმების სისტემაც შეიცვლება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები