LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წლის ფეხბურთელის სამი ნომინანტი: რონალდოს და მესის გრიზმანი ეცილება

18

კრიშტიანო რონალდო, ანტუან გრიზმანი და ლიონელ მესი წლის ფეხბურთელის ნომინანტები არიან.
კრიშის და ლეოს საუკუნოვან დავაში ევრო 2016-ისა და ჩემპიონთა ლიგის ფინალისტი ჩაერია.

ფიფამ 2016 წლის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზის პრეტენდენტები გამოაცხადა. შორტ-ლისტში ორი ისეთი ვინმეა, არც გასაკვირი არ არის და ისედაც სულ იქ არიან. რა თქმა უნდა, საუბარია რონალდოსა და მესიზე. მესამე ასევე მოსალოდნელი კანდიდატი – „ატლეტიკოს“ ფრანგი გრიზმანია.

გამარჯვებულს 9 იანვარს ციურიხში, სპეციალურ ცერემონიაზე იტყვიან.

2016 წლიდან „ოქროს ბურთი“ და ფიფას ვერსიით საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი ცალ-ცალკე გაიცემა. ფრანგული გამოცემა „ფრანს ფუტბოლი“ თავის რჩეულს 13 დეკემბერს დაასახელებს.

წელს ფავორიტი ჩემპიონთა ლიგის და ევროპის ჩემპიონატის მომგები კრიშტიანო რონალდოა.

 

CyrHjpfWEAEFbjW

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები