რამდენიმე საათის წინ, ანჯელინა ჯოლი ნიუ-იორკში, შვილებთან, პაქსთან, ზაჰარასთან და შაილოსთან ერთად გადაიღეს. ვარსკვლავური ოჯახი სავახშმოდ მიემართებოდა. ამ დღეს მსახიობი, როგორც ყოველთვის ელეგანტურად გამოიყურებოდა, მას შავ კაბაზე კრემისფერი პლაშჩი ჰქონდა მოცმული, მის „ლუქს“ დიდ ზომის მზის სათვალე და შავი, კლასიკური ფეხსაცმელი ასრულებდა.
ახლახან, ახალი ფოტოები გავრცელდა, სადაც ჯოლი მაკიაჟის გარეშეა წარმოდგენილი. აღსანიშნავია, რომ მსახიობმა იმიჯი შეიცვალა და თმა ქერად შეიღება. აშკარაა მისი წონაში მატებაც.
„48 წლის სრულყოფილება“, – კომენტარებში წერენ, რომ 48 წილს ვარსკვლავი სულ უფრო და უფრო მშვენდება.
ანჯელინა ჯოლი ქერათმიანი გახდა – მსახიობი ახალ მოდის სახლს „ატელი ჯოლის“ აფუძნებს