რატომ არ უნდა დაჯდეთ დაღლილი და გამოუძინებელი საჭესთან.
დაღლილ მძღოლს ავარიაში მოხვედრის მეტი შანსი აქვს. ამერიკელმა ექსპერტებმა დაადგინეს, რომ მძღოლებს რომლებიც დასვენებას მხოლოდ 4-5 საათს უთმობენ, ავარიული სიტუაციის შექმნის ბევრად მეტი ალბათობა აქვთ. აღმოჩნდა, რომ უძილობა ორგანიზმს იგივე მდგომარეობაში აყენებს, როგორც ალკოჰოლური სასმელის ზემოქმედება, შესაბამისად, ავარიის რისკიც 4-ჯერ იზრდება. რეკომენდირებული ძილის მინიმალური რაოდენობა კი 7 საათია. ექსპერტებმა ასეთი დასკვნა 4570 სერიოზული ავარიის შესწავლის შემდეგ მიიღეს. საინტერესოა, რომ დაზარალებული 7234 მძღოლიდან 35%-ს წინა ღამეს 7 საათზე ნაკლები ეძინა.