პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი საფრანგეთსა და გერმანიაში დაგეგმილ სამ კონცერტს აუქმებს.
ხატია ბუნიათიშვილი ბოდიშს უხდის თავის თაყვანისმცემლებს, კოლეგებს და განმარტავს, რომ კონცერტები და რეპეტიცია დიდ დროს მოითხოვს, რისი საშუალებაც არ აქვს, რადგან მეძუძური დედაა.
„ძალიან ნაადრევია ეს ჩემ პატარა გოგონას ვთხოვო, მეძუძური დედის თვალსაზრისით“, – წერს ხატია სოციალურ ქსელში.
ცნობისათვის, მსოფლიოში სახელგანთქმული ქართველი პიანისტი მიმდინარე წლის 7 ივნისს დედა გახდა.
ფოტო: „ჩვენი ცხოვრების სიყვარული დაიბადა ” – ხატია ბუნიათიშვილს შვილი შეეძინა
“ბედნიერი კვირა დღე” – ხატია ბუნიათიშვილი შვილთან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს
Hard to say – I’m sorry I have to cancel my next three performances in July in Orange (France), Düsseldorf & Ingelheim…
Posted by Khatia Buniatishvili on Friday, 30 June 2023