LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თქვენი შვილი სწავლას აშშ-ში გააგრძელებს – პენსილვანიის უნივერსიტეტი ლგბტ საკითხების მიმართ ერთ-ერთი ყველაზე მეგობრულია – ხომ არ გეშინიათ, რომ იქ თქვენს შვილს გადაიბირებენ, ან ზომბირებას მოახდენენ“ – რას პასუხობს პრემიერი ანა ნაცვლიშვილს

3251
ფორტუნა (56)

თქვენი შვილი სწავლას აშშ-ში, პენსილვანიის უნივერსიტეტში გააგრძელებს – იცით თუ არა, რომ პენსილვანიის უნივერსიტეტი ლგბტ საკითხების მიმართ ერთ-ერთი ყველაზე უფრო მეგობრულია – ხომ არ გეშინიათ, რომ იქ თქვენს შვილს გადაიბირებენ, ან რაიმე ზომბირებას მოახდენენ, არ გიფიქრიათ ამაზე?! – ასე მიმართა პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს “ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა.

ამ კონტექსტში ნაცვლიშვილმა ღარიბაშვილის მისამართით ისიც განაცხადა, რომ მისი მხრიდან ლგბტ თემაზე პროპაგანდისტული გზავნილები აღარ დასრულდა.

“ძალიან მიხარია, რომ თქვენი შვილი აშშ-ში ისწავლის – იქნებ შემდეგ მან მაინც აგიხსნათ, რას ნიშნავს თავისუფალი სამყარო.

დღეს სულაკაურის გამომცემლობას მიადგნენ. მე მათ ვურჩევდი, რომ თქვენი დღევანდელი საპარლამენტო გამოსვლა დაბეჭდონ “ღარიბაშვილის ზღაპრების“ სახით – კარგად გაიყიდება!

მიხარია, რომ დღეს ულიმიტოდ საუბრის უფლება გქონდათ, რადგან დიდხანს უნდა გისმინოთ მოქალაქეებმა – დიდხანს უნდა ისმინონ ღვარძლი, ზიზღი და სიპატარავე, რაც თქვენგან ესმოდა.

ნუ გაგიკვირდებათ, რომ პრორუსი დაგიძახებენ და ნუ გაგიკვირდებათ ნურც ის, რომ ისტორიაში ძალიან სამარცხვინო სახელით დარჩებით“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა ირაკლი ღარიბაშვილის მისამართით.

ნაცვლიშვილის განცხადებამ ხმაური გამოიწვია დარბაზშიც და უმრავლესობის წევრების მხრიდან უკმაყოფილო შეძახილები მოჰყვა.

„სიბინძურეს აკეთებთ, ბინძური ადამიანი ხართ“, –  მიმართა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ანა ნაცვლიშვილს სხდომათა დარბაზში.

პრემიერ-მინისტრისგან საპასუხოდ ისმოდა რეპლიკა “ავადმყოფიც”.

„პოლიციას პირდაპირ „მოლოტოვის კოქტეილი“ ესროლა და ცოცხლად დაწვა გადაწყვიტა ვიღაც ბინძურმა – ვერავინ გამოიყვანს“ – ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი: თამარ კორძაია იმაზე არ უნდა ფიქრობდეს, რომ ბაღებსა და სკოლებში ლგბტ პროპაგანდა დავიწყოთ, არამედ დააინიციროს პროგრამა: „მინიმუმ, 4 შვილი“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g