LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გადაწყვეტილება ქვეყნის ინტერესებით მივიღე… არ არის საჭირო, ვიღაცებმა ყოველდღიურად გამომიგზავნონ ნიკა გვარამიას ნათქვამები ჩემზე..“ – სალომე ზურაბიშვილი

152
Untitled design (4)

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ „მთავარი არხის“ დამფუძნებლის ნიკა გვარამიას შეწყალების „გადაწყვეტილება ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მიიღო“

სალომე ზურაბიშვილის თქმით, „არ არის საჭირო, ვიღაცებმა გაუგზავნონ ნიკა გვარამიას ნათქვამები სალომე ზურაბიშვილზე, რადგან ეს ისედაც ახსოვს“. აქვე სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ „ეს არ არის მთავარი“.

„არავის წინაშე არ ვარ ანგარიშვალდებული და ეს გაიგო თავის დროზე სააკაშვილმა, ეხლა დღევანდელმა მთავრობამაც… ეს არის ის გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენი ქვეყნის ინტერესებშია და ამიტომ მივიღე. ყველა გადაწყვეტილება შეწყალებაზე არის ძალიან რთული, ძალიან მტკივნეული… არ არის საჭირო, ვიღაცებმა ყოველდღიურად გამომიგზავნონ ნიკა გვარამიას ნათქვამები ჩემზე… კარგად მახსოვს და მე თუ შევიწყალე, შევიწყალე ამ მეხსიერებითაც, მახსოვს, მაგრამ ეს არ არის მთავარი“, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g