LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Mercedes-Benz ახალ კროსოვერებს მავნე გამონაბოლქვის გამო უკან გამოიწვევს

128
mercedess-benz

Mercedes-Benz ახალ „გელიკებს“ უკან გამოიწვევს, მიზეზი მავნე გამონაბოლქვია. ბრენდის ჩინურმა ფილიალმა დაადასტურა, რომ იმპორტირებულ G 500-ებს პროგრამული ხარვეზი აქვთ, რაც შესაძლოა გამონაბოლქვის ოდენობის გაზრდის მიზეზიც გახდეს. ელექტრონიკის შეცდომის გამო კატალიზატორის მწყობრიდან გამოსვლის შესახებ მძღოლს შეტყობინება არ მიუვა. დაზიანების შემთხვევაში მოწყობილობების პანელზე შესაბამისი სიგნალი არ გაჩნდება. დეფექტის გამოსწორება შესაძლებელია და მწარმოებელი არ პროცესს უახლოეს მომავალში დაიწყებს.

გაუმართაობა 2518 ყველგანმავალს აღმოუჩინეს, ეს მოდელები 2018 წლის 1-ლი ივნისიდან 2019 წლის 20 დეკემბრამდე პერიოდშია გამოშვებული. დილერები ავტომფლობელებს უახლოეს მომავალში დაუკავშირდებიან და სერვის ცენტრში მისვლას სთხოვენ, სადაც პროგრამულ უზრუნველყოფას უფასოდ განაახლებენ.

საინტერესოა, რომ უკან გამოწვევის კამპანიას მწარმოებელი მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ, 2024 წლის იანვრიდან დაიწყებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები