LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სრულიად უდანაშაულო ადამიანს რატომ მამყოფებთ ამდენი ხანი ამ უბედურებაში? თუ გინდათ, რკინის „ბრასლეტი“ დამადეთ, რომ არსად გაგექცეთ, ვითხოვ ერთადერთს..“ – რა თქვა პროცესზე სააკაშვილმა 

258
ფორტუნა - 2023-07-03T164351.505

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში, 7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა. კლინიკა „ვივა მედში“ მყოფმა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა პროცესზე დისტანციურად მიიღო მონაწილეობა.

მიხეილ სააკაშვილმა თავდაპირველად მიმართვა უკრაინულ ენაზე დაიწყო, შემდეგ პოლიტიკური განცხადებებიც გააკეთა. ექსპრეზიდენტმა მიმართა პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს და აღნიშნა, რომ ბოდიში უნდა მოიხადოს ყველამ, ვინც მის საქმესა და ჯანმრთელობის საკითხთან დაკავშირებით დეზინფორმაციულ კამპანიაში იყო ჩართული.

მიხეილ სააკაშვილმა ასევე, თქვა, რომ მისი პატიმრობა არის პუტინისა და ივანიშვილის შეთქმულება საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ.

„ჩემი აქ ყოფნა არის პუტინის შეთქმულება ივანიშვილთან ერთად და მის ადგილობრივ დამქაშებთან ერთად. ეს არის შეთქმულება საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ. მე არ შემეშინდა „ვარდების რევოლუციის“ დროს, მე არ შემეშინდა 2008 წლის ომის დროს, დავრჩი თბილისში, გადავარჩინე საქართველო და ქართული სახელმწიფოებრიობა, მე არ შემეშინდა არც 2021 წელს, როცა საქართველო იხრჩობოდა და დავბრუნდი ამ სასამართლოს პირობებშიც კი, ე.წ სასამართლოს პირობებშიც კი“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე თქმით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, აპირებს პროცესებში აქტიურად იყოს ჩართული.

„არ შემშინებია, როცა იუსტიციის მინისტრი ვიყავი და კანონიერ ქურდებს დავუპირისპირდი; არ შემშინებია უკრაინაში ურთულეს სიტუაციებში; არ შემშინებია 2008 წელს.. ჩვენ შევძლებთ თავიდან ავიცილოთ ყველანაირი სამოქალაქო დაპირისპირება, ყველანაირ ძალადობას დავუყენოთ ჯებირი. მე ვაპირებ აქტიურად ვიყო ჩართული პროცესებში ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით. აუცილებლად შევძლებთ ყველა დაბრკოლების გადალახვას. ჩვენი ამოცანაა გავიაზროთ, სამოქალაქო დაპირისპირების უფლება არ მივცეთ, პირიქით, ვაჩვენოთ მოლაპარაკებების გზა და სამართლებრივი გზით სიარული.

დიდი მადლობა ყველას, ვინც მხარს მიჭერს, ჩვენ გვინდა ერთიანობა, სიძლიერე, უნდა ვასხივებდეთ სიძლიერეს, რადგან შეშინებული, დამფრთხალი ხელისუფლება ასხივებს სისუსტეს. შეიძლება ფიზიკურად სუსტად ვიყო, მაგრამ მე ძალიან ძლიერი ვარ შიგნიდან. ძალიან მაგარი სულისკვეთებით ვარ და ძალიან მხნედ ვარ“, – განაცხადა სააკაშვილმა.

ექსპრეზიდენტმა მიმართა ხელისუფლებასაც:

„რატომ გეშინიათ, ღია მიმართვა რომ იყოს, მომეცით საშუალება დებატებში მივიღო მონაწილეობა და ხალხმა გადაწყვიტოს, თქვენ ხართ მართლები, თუ – მე. თუ გინდათ, რკინის „ბრასლეტი“ დამადეთ, რომ არსად გაგექცეთ. რატომ ეშინიათ იმისა, რომ სააკაშვილს ღიად შეხვდნენ დებატებში, ხალხმა გადაწყვიტოს, თქვენ ხართ მართლები, თუ – მე ვარ მართალი, ჩვენი გზა იყო სწორი, თუ – თქვენი გზაა სწორი, ეს ჩიხია უბედურება, თუ ჩვენ გვჭირდება სხვა ახალი რაღაც, ეს ქართველმა ხალხმა გადაწყვიტოს. ნუ ართმევთ ქართველ ხალხს საშუალებას, თვითონ გააკეთონ არჩევანი, ღია დებატებში შევიდე, ღია თამაშში შევიდე.. ვითხოვ ერთადერთს – ღია კამათს!

ქართველმა ხალხმა და საერთაშორისო თანამეგობრობამ გადაწყვიტოს, ვინ არის ჩვენ შორის მართალი. ვისაც ეშინია პოზიციის გამოხატვის, მე გეუბნებით, ნუ გეშინიათ ხალხნო, ვერაფერს დაგაკლებენ, თქვენ ხომ იცით, რომ ძალიან ბევრი მომხრე მყავს პირადად მე“, – განაცხადა სააკაშვილმა.

მანვე პროცესზე თქვა, რომ რუსეთი ჩამოშლის პირასაა და საქართველოსთვის იხსნება წარმოუდგენელი შესაძლებლობები.

„საქართველოს ვერავინ გაარუსებს, საქართველო დარჩება ქართულ მაგარ ქვეყნად და საქართველო იქნება 5-ჯვრიანი დროშის ქვეშ, ეროვნული დროშის ქვეშ ძალიან ღირსეული, წამყვანი სახელმწიფო ჩვენი რეგიონის.

რუსეთის დაშლის დრო დგება, წკიპზე არის რუსეთი, ჩვენ უნდა ვიყოთ ახლა მაგარ ფორმაში, იმიტომ, რომ ჩვენ უნდა დავბრუნდეთ ჩვენს აფხაზეთში, რა თქმა უნდა, მშვიდობიანი გზით, ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ეს დრო, რაც დავკარგეთ და ჩვენ ვერავინ ვერ უნდა წაგვართვას მომავალი.

„ამიტომ არ აჩენენ არსად“, „ვუსურვებ ასე „კარგად“ ყოფნას, ყველას ვინც ასეთ დღეში ჩააგდო“ – რა გამოხმაურებები მოჰყვა სააკაშვილის სასამართლო პროცესზე ჩართვას

მომეცით საშუალება პოლიტიკურ დებატებში ღიად მონაწილეობის და ყველაფერი გაირკვევა. რუსეთში ყველაფერი წკიპზეა, საქართველოს ეხსნება წარმოუდგენელი შესაძლებლობა“, – განაცხადა ექსპრეზიდენტმა.

მისი თქმით, შინაგანად თავს ძალიან კარგად გრძნობს.

„საქართველოს გადასარჩენად ძალიან რთულ პერიოდში ვართ, ძალიან საპასუხისმგებლო პერიოდში ვართ და ამ პირობებში უნდა შევძლოთ საერთო ენის გამონახვა, მიუხედავად ყველაფრისა.

მინდა მივესალმო, რომ ნიკა გვარამია გამოუშვეს და ძალიან მიყვარს ნიკა, მაგრამ ჩვენ ვართ პოლიტპატიმრები და რაც მთავარია, ეს არის პირდაპირი შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ. ეს არის ის, რაც მთლიანად ამახინჯებს და ანგრევს ქართულ პოლიტიკურ პროცესს და ეს ყველამ იცის, მსოფლიომ იცის და იმიტომ აქვს მხარდაჭერა ევროპარლამენტის რეზოლუციებში, ამიტომ არის განცხადებები – დიდი მადლობა მათ ყველას, მაგრამ საბოლოო ჯამში თქვენ უნდა გადაწყვიტოთ ქართველმა ხალხმა. ძალიან მიხარია, რომ მომეცა საშუალება მომემართა, ბოდიში, რომ ამ ფორმაში ვარ, ამ მდგომარეობამდე მიმიყვანეს, მაგრამ იცოდეთ, რომ შინაგანად ძალიან მაგრად ვარ და მიუხედავად ყველაფრისა, საქართველო იქნება ერთიანი ქვეყანა. მიუხედავად იმისა, რა მდგომარეობაში ჩამაყენეთ, ვერ გამაბოროტეთ და ვერც გამაბოროტებთ“, – განაცხადა სააკაშვილმა.

ექსპრეზიდენტის თქმით, მას არავითარი დანაშაული არ მიუძღვის ქვეყნისა და ხალხის წინაშე.

„სრულიად უდანაშაულო ადამიანს რატომ მამყოფებთ ამდენი ხანი ამ უბედურებაში?- თითოეულმა დავუსვათ ჩვენს თავს კითხვა. არაფერი ისეთი არ გამიკეთებია, დანაშაული შეიძლება მიმიძღვის ჩემს ახლობლებთან, ოჯახის წევრებთან, საქართველოსა და ქართველი ხალხის წინაშე დანაშაული არ ჩამიდენია, საქართველოს არ ჰყოლია დამნაშავე პრეზიდენტი. 2003 წელს, „ვარდების რევოლუციის“ დროს, გადავარჩინეთ საქართველოს სახელმწიფოებრიობა, მოვსპეთ კორუფცია, მოვსპეთ კრიმინალი და ახლა კორუფცია, კრიმინალი იძიებს ჩემზე შურს, ეს არის და ეს რაც ხდება.

ეს არის, ჩვეულებრივად, პუტინის, კორუფციის კრიმინალის, ოლიგარქატის შურისძიება ჩემზე, ერთ ცალკე აღებულ მიხეილ სააკაშვილზე. შეგიძლიათ ჩემი სხეული გაანადგუროთ, მაგრამ ჩემს სულს ვერაფერს ვერ დააკლებთ, ჩემს შეხედულებებს ვერაფერს ვერ დააკლებთ და ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ! მაგრად დადექით! მაგრად იყავით!”‚ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

 

 

magti 5g