LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არაერთხელ მოვუწოდეთ ოფიციალურ თბილისს, შეწყვიტოს ეს დაცინვა“ – ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოს ელჩს 48 საათს აძლევს ქვეყნის დასატოვებლად თბილისთან კონსულტაციისთვის

612
Untitled design (6)

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი გადასცეს უკრაინას საჭირო მკურნალობისა და ზრუნვისთვის.

ზელენსკიმ საგარეო საქმეთა სამინისტროს დაავალა დაუკავშირდეს საქართველოს ელჩს უკრაინაში, გამოხატოს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ძლიერი პროტესტი და შესთავაზოს უკრაინის დატოვება 48 საათის განმავლობაში საქართველოს დედაქალაქთან კონსულტაციებისთვის.

„ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ ოფიციალურ თბილისს, შეწყვიტოს ეს დაცინვა და შეთანხმდეს სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებაზე. ჩვენმა პარტნიორებმა ასევე შემოგვთავაზეს სხვადასხვა სამაშველო ვარიანტები.

დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროს დავავალე, რომ დაურეკოს საქართველოს ელჩს უკრაინაში, გამოხატოს მის წინაშე ძლიერი პროტესტი და შესთავაზოს უკრაინის დატოვება 48 საათის განმავლობაში საქართველოს დედაქალაქთან კონსულტაციებისთვის.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი უკრაინას გადასცეს საჭირო მკურნალობისა და ზრუნვისთვის და მე მოვუწოდებ ჩვენს პარტნიორებს, არ უგულებელყოთ ეს ვითარება და გადაარჩინოთ ეს ადამიანი. ევროპაში არცერთ ძალას არ აქვს უფლება სიკვდილით დასაჯოს ადამიანები, სიცოცხლე არის ძირითადი ევროპული ღირებულება“, – წერს ზელენსკი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g