LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გუშინ მე რაც ვნახე, ერთი ეს არის კუჭის რეზექციის რეკლამა, მეორე ოჯახის წევრებს, საკუთარ დედას მასთან შეგნებულად შეაქვს დაბალი კალორაჟის საკვები, ეს ნორმალურია?“ – კობახიძე 

278
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (7)

„ქართლი ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, რომელმაც დღეს ევროკავშირის 12 პრიორიტეტის შესრულების თაობაზე ანგარიში წარადგინა,  მიხეილ სააკაშვილის ფიზიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებითაც გააკეთა განცხადება. მმართველი პარტიის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საზოგადოება 600 დღის განმავლობაში აცხოვრეს აზრით, რომ მიხეილ სააკაშვილი კვდებოდა.

რაც შეეხება გუშინდელ სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილის დისტანციურად ჩართვას, კობახიძემ ექსპრეზიდენტის მდგომარეობასთან დაკავშირებით თქვა, რომ „ეს არის რეზექციის რეკლამა“.

„სრულიად უდანაშაულო ადამიანს რატომ მამყოფებთ ამდენი ხანი ამ უბედურებაში? თუ გინდათ, რკინის „ბრასლეტი“ დამადეთ, რომ არსად გაგექცეთ, ვითხოვ ერთადერთს..“ – რა თქვა პროცესზე სააკაშვილმა 

„სააკაშვილის გარშემო 600 დღე ხომ დაგვტანჯეს, საზოგადოება დატანჯეს, ჩვენ მიჩვეული ვართ. 600 დღე ვითომ სააკაშვილი კვდებოდა და საბოლოო ჯამში, სტრასბურგის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და გადაწყვიტა სააკაშვილმაც, რომ აღარ უნდა კვდებოდეს ყოველდღე. ამაში გვაცხოვრეს 600 დღე, ევროპარლამენტარებმა, ევროპარლამენტის რეზოლუცია იყო ამაში ჩართული.

გუშინ მე რაც ვნახე, ეს არის რეზექციის რეკლამა, ერთი ეს არის კუჭის რეზექციის რეკლამა და მეორე, მასთან შეგნებულად შეაქვთ დაბალი კალორაჟის საკვები, საკუთარი ოჯახის წევრებს. ეს ნორმალურია? ეს ხომ არაჯანსაღი მოვლენაა, საკუთარ დედას შეაქვს, ეს ხომ ფაქტებია, გაზომილია კალორაჟი, შეგიძლია ზუსტად იგივე მოცულობის საჭმელი შეიტანო მაღალი კალორაჟით“, – განაცხადა ირაკლი  კობახიძემ.

ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ,  „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ყურადღება ევროპარლამენტარების შეფასებებზეც და თქვა, რომ ევროკავშირის მაღალი რანგის თანამდებობის პირი, საქართველოს მმართველი პარტიის წარმომადგენლებთან დახურულ შეხვედრებზე ეუბნება, რომ ევროპარლამენტარების მოსაზრებებს არ მოუსმინონ, რადგან ისინი გადაწყვეტილებას საქართველოს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით არ იღებენ.

„არაერთხელ მოვუწოდეთ ოფიციალურ თბილისს, შეწყვიტოს ეს დაცინვა“ – ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოს ელჩს 48 საათს აძლევს ქვეყნის დასატოვებლად თბილისთან კონსულტაციისთვის

ირაკლი კობახიძე: უკრაინის ხელისუფლების პოზიცია ჩვენთვის არის შეურაცხმყოფელი, თუმცა ჩვენი სურვილია, თუნდაც ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში დავრჩეთ უკრაინასთან

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g