LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა უნდა ვაჩუქოთ საყვარელ გოგონას ახალ წელს?

81

საყვარელი გოგონასთვის საჩუქრის შერჩევა ყოველთვის საკმაოდ რთულია. რა თქმა უნდა, საქმის გამარტივება და პირდაპირ კითხვა შეიძლება, თუმცა, მაშინ საჩუქარი იდუმალებას დაკარგავს, საახალწლო სიურპრიზი კი, მოვალეობის მოხდას დაემსგავსება.

გთავაზობთ საახალწლო საჩუქრის რამდენიმე ვარიანტს.

* რომანტიკული უიკ-ენდი ან მოგზაურობა

ზამთრის დღესასწაულებს ყველაზე მეტად ჩრდილოეთის ქვეყნები უხდება, სადაც ყველაზე კარგად იგრძნობა სადღესასწაულო განწყობა. თუ თქვენ რჩეულს ეგზოტიკა იზიდავს, მაშინ იქ დაპატიჟეთ, სადაც თბილი კლიმატი და ყოველთვის მზიანი, ხალისიანი გარემოა.

* საიუველირო ნაკეთობა

საიუველირო ნაკეთობა ყოველთვის მომგებიანი, ნებისმიერი გოგონასთვის სასიამოვნო საჩუქარია. კლასიკურ ვარიანტად ყელსაბამი, საყურე ან სამაჯური ითვლება. თუ საკუთარ გრძნობებში ჯერ არ გარკვეულხართ, არ ღირს ბეჭდის ჩუქება, რადგან ამგვარ საჩუქარს გოგონები ჩვეულებრივ ქორწინებაზე მინიშნებად აღიქვამენ.

* ფოტოსესია

გოგონათა უმეტესობას ძალიან უყვარს ფოტოების გადაღება. თუმცა, სმარტფონით გადაღებული ვერცერთი სელფი ვერ შეედრება პროფესიონალურ ფოტოსესიას. შეარჩიოთ სასურველი ფორმატი, დანარჩენი კი, პროფესიონალთა გუნდს მიანდეთ.

* სილამაზის სალონის ან კოსმეტიკური მაღაზიის ბარათი

ბარათი ერთ-ერთი საუკეთესო საჩუქარია, რადგან თქვენს რჩეულს თვითონ შეუძლია აირჩიოს სასურველი ნივთი ან მომსახურება.

 

* აქსესუარი ჰობისთვის

თავისუფალ დროს გოგონებს საკუთარი გატაცება აქვთ. ზოგს ფოტოგრაფია იზიდავს, ზოგს კი, ხატვა. დაინტერესდით მისი გატაცებებით და გაუკეთეთ სასიამოვნო სიურპრიზი.

 

* სმარტფონი, პლანშეტი ან ელექტრონული წიგნი

ბოლო დროს ტექნოლოგიური პროგრესი საჩუქრებზეც აისახება. მართალია, მობილური ტელეფონი, პლანშეტი ან ფოტოაპარატი ნაკლებად რომანტიკული საჩუქარია, თუმცა, ძალიან საჭირო და სასიამოვნო.

* სუნამო

ბევრისთვის სუნამო არა მხოლოდ იმიჯის ელემენტია, არამედ  გარდერობის მთავარი შემადგენელიც. თუმცა, სუნამოს შერჩევას განსაკუთრებული ყურადღებით უნდა მოეკიდოთ, რადგან ის ყველასთვის ინდივიდუალურია და გემოვნებასთან ერთად, ადამიანის ხასიათსაც უსვამს ხაზს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები