LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კაცმა მოღალატე ცოლს და მის საყვარელს ქორწილი გადაუხადა

131
65465

ინდოეთში კაცმა ცოლის ღალატის შესახებ გაიგო და საყვარელთან ქორწილი გადაუხადა. ინფორმაციას ამის შესახებ The Thaiger ავრცელებს.

წყვილმა ერთად სამი წელი გაატარა და ამ დროის განმავლობაში მათ 2 შვილი შეეძინათ. ოჯახური ცხოვრების დაწყებისთანავე კაცი გრძნობდა, რომ ცოლი მისი ერთგული არ იყო, თუმცა ღალატში მისი გამოჭერა არ უცდია. ერთხელ როცა კაცი სამსახურის საქმეზე იყო წასული, მისი ცოლი გვიან ღამით საყვარელთან წავიდა. თუმცა, პაემნის შესახებ საყვარლის მშობლებმა გაიგეს და წყვილს დროის ერთად გატარების საშუალება არ მისცეს.

ინტრიგის შესახებ სიახლე სოფელში სწრაფად გავრცელდა და ადგილობრივთა უკმაყოფილება გამოიწვია. მიუხედავად მოლოდინებისა, სახლში დაბრუნებულ ქმარს სკანდალები არ მოუწყვია. ამის ნაცვლად, მან ქალსა და მის საყვარელს ქორწილი გადაუხადა.

აღსანიშნავია, რომ საყვარელი თავიდან ქორწინების წინააღმდეგი იყო, თუმცა სოფლის მაცხოვრებლების „ფიზიკური ზეწოლის“ შემდეგ დათანხმდა. ქორწილი ადგილობრივ ტაძარში გაიმართა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები