LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვფიქრობ, თბილისში ყველა ბევრად უფრო დაცულად იგრძნობს თავს, როცა ვიდეოზე ასახულ ადამიანებს დააპატიმრებენ და დასჯიან“ – დეგნანი „პრაიდ ფესტივალთან“ დაკავშირებულ მოვლენებზე 

298
fot

„ძალიან სამწუხარო იყო სიძულვილით სავსე ადამიანების ნახვა, რომლებიც ძალადობას იყენებდნენ მშვიდობიანი კონცერტის აღსაკვეთად, განსაკუთრებით, როდესაც ისინი აცხადებდნენ, რომ ღმერთის სახელით მოქმედებდნენ“, – ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა „პრაიდ ფესტივალთან“ დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებზე კომენტირებისას განაცხადა.

„ადამიანები, შესაძლოა, ბევრ რამეს არ ეთანხმებოდნენ, მაგრამ ვფიქრობ, ყველას შეგვიძლია შევთანხმდეთ, რომ ქრისტიანული ღირებულებები, უპირველეს ყოვლისა თანაგრძნობას, სიყვარულს, ტოლერანტობასა და პატივისცემას ეხება. იმას, რომ ყველა ადამიანი ღვთის ხატად არის შექმნილი“, – აღნიშნა ელჩმა.

კელი დეგნანის თქმით, შარშან ვნახეთ, რომ პოლიციამ იცის, როგორ დაიცვას მოქალაქეები და გააკონტროლოს დემონსტრანტები.

„გასული კვირის, შაბათის მოვლენების წინა დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებმა დამარწმუნეს, რომ აქციის მონაწილეები პოლიციის პერიმეტრზე ვერ შეიჭრებოდნენ და უსაფრთხო დისტანციაზე იქნებოდნენ იმ ადამიანებისგან, რომლებიც კონცერტს ესწრებოდნენ, მაგრამ ასე არ მოხდა.

ფაქტობრივად, უმართავ ბრბოს საშუალება მიეცა თბილისის ქუჩებში რამდენიმე კილომეტრი ფეხით ევლო ძალადობისკენ მოწოდებებით. მათ საშუალება მიეცათ არა მხოლოდ პოლიციის პერიმეტრში შეჭრილიყვნენ, არამედ დაერბიათ და გაენადგურებინათ საკუთრება პოლიციისგან რეაგირების გარეშე.

ალექსანდრე დარახველიძე „პრაიდ ფესტივალის“ ჩაშლაზე: სულ სხვა არის აქციის მართვა ქალაქის ტიპის პირობებში და სულ სხვაა გაშლილ მინდორზე, პირადად იქ ვიყავი და მაქსიმალურად ვცდილობდით, რომ ეს ადამიანები შეგვეკავებინა

სამწუხაროა თბილისის ქუჩებში მოქალაქეებზე კოორდინირებული თავდასხმების სერია. რადიკალები, რომლებიც შაბათს ვნახეთ, იყვნენ იგივე რადიკალები, რომლებმაც მოაწყვეს ძალადობა 2021 წელს.

ვფიქრობ, თბილისში ყველა ბევრად უფრო დაცულად იგრძნობს თავს, როცა ვიდეოზე ასახულ ადამიანებს დააპატიმრებენ და დასჯიან“, – აღნიშნა ელჩმა.

„თბილისი პრაიდი“: „დღეს განვითარებული მოვლენები მიანიშნებს, რომ თავდასხმა წინასწარ კოორდინირებული და შეთანხმებულია შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ძალადობრივ დაჯგუფება ალტ-ინფოს შორის“

შეგახსენებთ, Tbilisi pride-ის ორგანიზებით, ფესტივალი, რომელიც 8 ივლისს ლისზე, დახურულ ტერიტორიაზე უნდა ჩატარებული, ჩაიშალა. მიზეზი „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეთა ჯგუფის ორგანიზებული პროტესტი გახდა, ისინი ლისის ტბის ტერიტორიაზე შეიჭრნენ, „პრაიდ ფესტივალისთვის“ გამაგრებული სცენა და სასცენო მოწყობილობები დაარბიეს, ინვენტარის ნაწილი კი დაწვეს.

Tbilisi Pride-ის მიერ ორგანიზებული ფესტივალის ჩაშლისას ორი პირი დააკავეს.

შს მინისტრის მოადგილე: პოლიციის მაქსიმალური რაოდენობა იყო მობილიზებული, თუმცა 100%-იანი უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია – კონტრაქციის მონაწილეების ძალიან დიდი რაოდენობა მოვიდა

სახალხო დამცველი: მიუხედავად წინასწარ დადებული შეთანხმებისა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფდა ღონისძიების უსაფრთხოდ ჩატარებას და გაატარებდა ყველა პრევენციულ ღონისძიებას – დასკვნითი ღონისძიება ჩაიშალა

ჩეხეთის ელჩი პეტრ მიკისკა: შოკის მომგვრელი ფოტოები „თბილისი პრაიდიდან“, ჩემი მოკრძალებული აზრით, ეს არ არის კონკრეტული გზა ევროკავშირისკენ

„წარმოიდგინე, შენ რომ მოგესიოს ბრბო და სატანა გეძახოს, როგორ იგრძნობ თავს – მიდის რუსული კამპანია ამ ხალხის დემონიზების, რას ჰგვანან, ეშმაკები არიან“ – ნათია ფანჯიკიძე ლგბტქ პრაიდზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g