LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნახეთ, დილიდან როგორ აფუთფუთდნენ აქაური რუსული მთავრობის მოლაპარაკე თავები – ეტყობა შეშფოთებულებმა პირდაპირ მოსკოვიდან დაურეკეს“ – სააკაშვილი ევროპარლამენტარებს მადლობას უხდის

150
saakaa

„უდიდესი მადლობა ევროპარლამენტარებს ამხელა სოლიდარობისთვის – ნახეთ, დილიდან როგორ აფუთფუთდნენ აქაური რუსული მთავრობის მოლაპარაკე თავები – ეტყობა შეშფოთებულებმა პირდაპირ მოსკოვიდან დაურეკეს,“ – აღნიშნულ განცხადებას საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საკუთარ ფეისბუკ გვერდზე ავრცელებს და წერს, რომ „ვერანაირი რეპრესიები, თუნდაც სიკვდილის საფრთხე“ მის ბრძოლას თავისუფლებისთვის ვერ შეაჩერებს.

44 ევროდეპუტატი პრეზიდენტს, პრემიერს და პარლამენტის თავმჯდომარეს: მოგიწოდებთ, მხარი დაუჭიროთ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას ევროკავშირის ერთ-ერთ წევრ ქვეყანაში, სადაც მას შეუძლია, მიიღოს შესაბამისი სამედიცინო დახმარება

„უდიდესი მადლობა ევროპარლამენტარებს ამხელა სოლიდარობისთვის.

„წარმოუდგენელია სააკაშვილი ციხეში გყავდეს და გინდა, ლეგიტიმური არჩევნები ჩაატარო - ასეთ თამაშის წესებს, დასავლელი პარტნიორები, არ მიიღებენ“ – ცისკარიშვილი 

ცისკარიშვილის განცხადებით, ევროპარლამენტარების მხრიდან, უკვე არის კონკრეტული, ხელმოწერილი მიმართვა იმის თაობაზე, რომ მესამე პრეზიდენტი უნდა გათავისუფლდეს.

ნახეთ, დილიდან როგორ აფუთფუთდნენ აქაური რუსული მთავრობის მოლაპარაკე თავები – ეტყობა შეშფოთებულებმა პირდაპირ მოსკოვიდან დაურეკეს.

ვერანაირი რეპრესიები, თუნდაც სიკვდილის საფრთხე, ჩემს ბრძოლას თავისუფლებისთვის, ევროპისთვის, უკრაინის გამარჯვებისთვის, საქართველოს განვითარებისა და წარმატების გზაზე დაბრუნებისთვის ვერ შეაჩერებს!“, – წერს სააკაშვილი.

კობახიძე: რასაც ოდიოზური ევროპარლამენტარები აკეთებენ, სამარცხვინოა – ქვეყნის არევა არ გვინდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g