„მიხეილ სააკაშვილის ბიოლოგიური ნიმუშები რა ასეთი განძი იყო, რომ ფარულად გამოგვეტანა, მაშინ როდესაც საჯაროდაც ატანდნენ და ამასთან დაკავშირებით არავითარი პრობლემა არ იყო“, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, წარმოდგენა არ აქვს, რატომ მოაწყო (პოლონელმა ექიმმა) ფინტი, რაც შემდგომ „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი პროპაგანდისთვის გამოიყენა.
„ამ ადამიანს სააკაშვილის ბიოლოგიურ ნიმუშებს წინდების გარეშეც გამოატანდნენ.
„აღნიშნა, რომ იგი არ არის ინფორმირებული, რამ გამოიწვია ექიმის მსგავსი საქციელი“ – მინისტრმა „ვივა მედში“ მომხდარი ინციდენტის გამო პოლონელ დიპლომატთან შეშფოთება გამოხატა
შეხვედრაზე ქართულმა მხარემ დააფიქსირა შეშფოთება პოლონელ მედიკოსთან დაკავშირებული ინციდენტის გამო.
მაშინაც კი, როცა მიხეილ სააკაშვილს მკურნალობა არ სჭირდებოდა, ჩვენ ვამბობდით, რომ სააკაშვილი სამკურნალოდ საზღვარგარეთ უნდა გავგზავნოთ – ეს იმიტომ, რომ სააკაშვილი როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ პარტნიორებთან ურთიერთობაში შარი იყო“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
მისივე თქმით, თუკი მიხეილ სააკაშვილის შეწყალება მოხდება, ეს იქნება არა იმდენად პრეზიდენტ ზურაბიშვილის, არამედ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გადაწყვეტილება.