LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აფრიკელმა ინჟინერმა BMW M3, Audi TT და Nissan GT-R შეაჯვარა

139

აფრიკელმა ინჟინერ-ელექტრიკოსმა მოზეს ნგობენმა ოცნების სხვადასხვა სპორტქარისგან  ავტომობილი ააწყო.

41 წლის ინჟინერი საკუთარ სპორტქარზე ბავშვობიდან ოცნებობდა. ავტომობილი თავად დააპროექტა, კარკასი ხელით შეადუღა და ამის შემდეგ სხვადასხვა ავტომობილების კომპონენტების ”მოსინჯვა” დაიწყო.

აფრიკელს ოცნების ავტომობილი 17 000 დოლარი დაუჯდა.

მაგალითად, ორ ლიტრიანი ძრავი 1998 წელს გამოსული BMW 318i-სგან აიღო, უკანა მინა Mazda 323-სგან, გვერდითა მინები BMW M3-სგან, საქარე მინა კი Volkswagen Caddy-სგან.

წინა ფარები ნგობენმა Audi TT-სგან, ხოლო უკანა ფარები Nissan GT-R-სგან ”მოიპარა”

სპორტქარი სპეციალური აეროდინამიური ელემენტებით არის აღჭურვილი, ასევე კუპეს ძრავის დისტანციურად გაშვების სისტემაც აქვს, რომლის მართვაც სმარტფონიდან არის შესაძლებელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები