LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თუ მომხმარებელი 30 დღეში საწყობში არსებულ ამანათს არ გაიტანს, მასზე ავტომატურად საკუთრების უფლებას არ დაკარგავს“ – რა ინფორმაციას ავრცელებს კონკურენციის სააგენტო

124
ამანათი

ამანათების ტრანსპორტირების სექტორში, კონკურენციის ეროვნული სააგენტოს შუამდგომლობა თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა.

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს შუამდგომლობა შპს „ფორსას“ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა. შესაბამისად, სააგენტოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, თითოეული მომხმარებელი დაცულია – ამანათ(ებ)ზე საკუთრების უფლების დაკარგვისგან.

„კერძოდ, სააგენტოს მიერ განხორციელებული ქმედების შედეგად, თუკი მომხმარებელი 30 დღეში საქართველოს საწყობში არსებულ ამანათს არ გაიტანს, მასზე ავტომატურად საკუთრების უფლებას არ დაკარგავს. შესაბამისად, მომხმარებლის უფლებების შესახებ საქართველოს კანონის შესაძლო დარღვევის თაობაზე, სააგენტოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, კომპანიას აეკრძალა – ამანათში არსებული პროდუქციის გასხვისება ან მისი საკუთრებაში დატოვება.

2022 წლის ნოემბრიდან – 2023 წლის ივნისის ჩათვლით, კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში 270 განაცხადი დაფიქსირდა, საიდანაც 175 განცხადებაზე საქმის შესწავლა დაიწყო. დადასტურდა მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 14 დარღვევის ფაქტი – 28 საქმეზე, ხოლო 3 შემთხვევაში დარღვევა არ დადასტურდა. მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 84 საქმეზე – 48 შეთანხმება გაფორმდა“, – აღნიშნულია კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

mazda magti 5g