LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„7 წელია წარმოუდგენელ მდგომარეობაშია, ტკივილისგან იტანჯება, იშვიათი გენეტიკური დაავადების დიაგნოზი დაუსვეს“ – სოფო ჯაფარიძე მოქალაქეებს პატარა გაბის გადასარჩენად დახმარებას სთხოვს

479
Untitled design

„მედგიდის“ დამფუძნებელი სოფო ჯაფარიძე და თბილისის საკრებულოს ყოფილი წევრი, ნინო ორდენიძე სოციალურ ქსელში მიმართვებს ავრცელებენ და საზოგადოებას 7 წლის გაბის დახმარებისკენ მოუწოდებენ.

„მეგობრებო, ისევ თქვენი შეწუხება მიწევს. გაბი ერთად უნდა გადავარჩინოთ.

იმედია, ოდესმე გვეღირსება, რომ ბავშვების სიცოცხლის და ჯანმრთელობის გადასარჩენად პოსტებს აღარ დავწერთ, მაგრამ ახლა გაბის უნდა დავეხმაროთ.

გაბის ყველა იცნობთ, ჩემი აუტისტი მეგობარია. წლებია ბავშვი გაურკვეველი ტკივილებით იტანჯება, მთელი ეს პერიოდი დედა იკვლევდა, რა იყო მიზეზი, როგორც იქნა თქვენი, ყველას დახმარებით, თურქეთში დაუსვეს დიაგნოზი, იშვიათი გენეტიკური დაავადება – O’DONNELL-LURIA- RODAN SYNDROME.

იმისთვის, რომ მკურნალობა დაუწყონ, საჭიროა დამატებითი კვლევები, რომელიც აქ არ კეთდება და ამ კვლევების გარეშე ვერ იწყებენ მკურნალობას.

ბავშვი 7 წელია, წარმოუდგენელ მდგომარეობაშია. იტანჯება ტკივილისგან.
გთხოვთ, ვისაც რითი შეგიძლიათ, დავეხაროთ ამ უსაყვარლეს ბიჭს, რომ შეძლოს ტკივილის გარეშე ცხოვრება.

ძალიან მნიშვნელოვანია ახლა გაბის გამოკვლევების დასრულება და გთხოვთ გაავრცელეთ პოსტი.

თამარ იარაჯული
საქართველოს ბანკი:
#GE33BG0000000101172380

ავთანდილ ნიშნიანიძე
თიბისი ბანკი:
#GE62TB7477945066300001 “, – აღნიშნულია სოციალურ ქსელში გავრცელებულ მიმართვაში.

 

 

მეგობრებო,მიწევს ისევ თქვენი შეწუხება?
გაბი ერთად უნდა გადავარჩინოთ❤️

იმედია ოდესმე გვეღირსება რომ ბავშვების სიცოცხლის…

Posted by Sopo Japaridze on ოთხშაბათი, 26 ივლისი, 2023

 

 

 

მეგობრებო,მიწევს ისევ თქვენი შეწუხება?

იმედია ოდესმე გვეღირსება რომ ბავშვების სიცოცხლის და ჯანმრთელობის გადასარჩენად…

Posted by Nino Ordenidze on სამშაბათი, 25 ივლისი, 2023

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g