LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლონდონის აეროპორტში ახალი სასტუმრო გაიხსნება

51

ლონდონის აეროპორტში ახალი სასტუმრო გაიხსნება. ინოვაციური ობიექტი კომპანია Novotel-ს ეკუთვნის და მისი პრეზენტაცია 2017 წლის ზაფხულისთვისაა დაგეგმილი.

ახალ სასტუმროში 239 ნომერი იქნება და მათ მთლიანად აეროპორტის კონცეფციაზე მოარგებენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ოთახებს ექნებათ დიდი ფანჯრები, ბევრი სინათლე და უამრავი დენცქვიტა, რათა მგზავრებმა ელექტრონული მოწყობილობების დამუხტვა შეძლონ. გარდა ამისა, დიზაინი იქნება ძალიან მოქნილი და მომხმარებელი მას თავისი სურვილისამებრ გარდაქმნის.

„Business Travel”-ის ინფორმაციით, თუკი იდეა გაამართლებს – ჰიტროუს აეროპორტის სიახლოვეს კიდევ ორ მსგავსს ობიექტს დაამატებენ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები