LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„10 წელია ერთად არ გვიმუშავია… კარგი სიმღერა გამოვიდა, ძალიან საზაფხულო და რომანტიკული განწყობით” – ნოდიკო ტატიშვილი და სოფო გელოვანი პრემიერით ,,ფორტუნაში”

8
ნოდიკო ტატიშვილი & სოფო გელოვანი

28 ივლისს რადიო „ფორტუნას“ ნოდიკო ტატიშვილი და სოფო გელოვანი სტუმრობდნენ ახალი სიმღერის „სად იმალები?!“ პრემიერით.

– ნოდიკო, 10-წლიანი პაუზის შემდეგ ისევ განაახლეთ სოფოსთან თანამშრომლობა. რატომ გადაწყვიტეთ ერთობლივი სიმღერის ჩაწერა?

– მართალია, 10 წელია ერთად არ გვიმუშავია, მაგრამ სიმღერამ Waterfall, რომელიც ტომას ჯეისონმა შექმნა ჩვენთვის ევროვიზიაზე შესასრულებლად, საოცრად იღბლიანი და წარმატებული აღმოჩნდა, რადგან არა მხოლოდ კონკურსის სპეციალური პრიზი მოიპოვა საუკეთესო სიმღერის ნომინაციაში, არამედ ევროპული ჩარტების ლიდერიც გახდა.

– სოფო, როგორ გაჩნდა სიმღერის შექმნის იდეა?

– სიმღერა 2 წლის წინ დავწერე თინათინ აფხაიძის ლექსზე და მხოლოდ მეგობრებთან ერთად ვმღეროდი, თუმცა  ჩანაწერის მოსმენისას მივხვდი, რომ მამაკაცის ხმა აკლდა. სწორედ მაშინ გადავწყვიტე ნოდიკოსთან თანამშრომლობა, რადგან ვიცოდი, ზუსტად ისე შეასრულებდა, როგორც მე ვგრძნობდი. ვფიქრობ, კარგი სიმღერა გამოვიდა, ძალიან საზაფხულო და რომანტიკული განწყობით.

– (ნოდიკო ტატიშვილი) ერთი სული მქონდა როდის მოვუსმენდი სიმღერას და არც შევცდი. ერთი მოსმენით შემიყვარდა და მივხვდი, რომ ნამდვილად ჩემი სიმღერა იყო. აუცილებლად მინდა აღვნიშნო ის არაჩვეულებრივი გარემო, რომელიც სტუდიაში იყო. რა თქმა უნდა, სოფოს უახლოეს ადამიანად ვთვლი, რადგან მისი შვილის ნათლია ვარ, თუმცა ისეთი არაჩვეულებრივი მუსიკოსები შევკრიბეთ, რომ ნამდვილი სიამოვნება იყო მათთან ერთად მუშაობა. სექტემბრისთვის ვიდეოს გადაღებას ვგეგმავთ, რომელიც დარწმუნებული ვარ ისეთივე ხალისიანი გამოვა, როგორც სიმღერა.

– რა გეგმები გაქვთ წლევანდელ ზაფხულს?

– (სოფო გელოვანი) ძალიან ცხელი სეზონია, რადგან უამრავი კონცერტი მაქვს დაგეგმილი რეგიონებში. მართალია, დატვირთული რეჟიმით ვცხოვრობ, მაგრამ მაინც ფანტასტიკურად ვგრძნობ თავს, რადგან მეც ხალისიანი განწყობა მაქვს და ჩემს მსმენელსაც.

– (ნოდიკო ტატიშვილი) სიხარულით მინდა დავაანონსო, რომ ახალი ბენდი გვყავს. პირველ კონცერტს ახალი შემადგენლობით პირველ აგვისტოს გავმართავთ ბათუმში, ასე რომ, ყველას სიამოვნებით ვიწვევ კონცერტზე, რომელსაც მოუთმენლად ველით მე და სალომე ბაკურაძე.

 

 

ნოდიკო ტატიშვილი & სოფო გელოვანი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები