ბრიტანულმა კომპანია Morgan-მა, რომელიც ბავშვებისთვის 3 Wheeler-ს უშვებს, ტრიციკლის ელექტროვერსია ააწყო. სიახლეს 3EV Junior დაარქვეს.
ბავშვებისთვის განკუთვნილი ტრიციკლი მოძრაობაში ელექტროძრავით მოდის. მოდელის მაქსიმალური სიჩქარე 16 კილომეტრ/საათია. სამ ბორბლიანი ავტომობილის სვლის მარაგი 16 კილომეტრია, ელემენტების დატენვას კი ოთხი საათი სჭირდება.
Morgan 3EV Junior-ის ძრავა კარბონისგან, მოწყობილობათა კი პანელი ხისგან არის დამზადებული. რაც შეეხება ინტერიერს, ის ტყავით არის გაწყობილი. მოდელის მყიდველებს შეეძლებათ 40 000 ფერიდან მათთვის სასურველი აირჩიონ.
ტრიციკლი 6 წლის ზემოთ ასაკის ბავშვებისთვის არის განკუთვნილი და მისი ღირებულება 6662 ფუნტი სტერლინგია.