LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სევდიანი ტექსტებით არ გამოვირჩევი, მაგრამ ახლა მიწევს“ – რას წერენ მსახიობები, რომლებმაც „კომედი შოუ“ დატოვეს

1144
Untitled design (1)

იუმორისტული პროექტი „კომედი შოუ“ სამმა მსახიობმა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას გიორგი ჩირგაძე, თემო ნიქაბაძე და გივი პაპავა სოციალურ ქსელში თავად ავრცელებენ და აღნიშნავენ, რომ საზოგადოებას უახლოეს მომავალში ერთად დამოუკიდებელ პროექტებს შესთავაზებენ.

„მადლობა „კომედი შოუს“ მთლიან გუნდს. მადლობა მაყურებელს.

მიხარია თუ ოდნავ წვლილი შევიტანე იმ გადასარევ საქმეში, რასაც „კომედი ჯგუფი“ 20 წელია თავდაუზოგავად ემსახურება. ჩვენ მივდივართ და წარმატებები „კომედის“ და წარმატებები ჩვენ“, – წერს გიორგი ჩირგაძე.

 

მადლობა კომედი შოუ_ ს❤️
მთლიან გუნდს❤️
მადლობა მაყურებელს❤️
მიხარია თუ ოდნავ წვლილი შევიტანე იმ გადასარევ საქმეში რასაც…

Posted by გიორგი ჩირგაძე on კვირა, 30 ივლისი, 2023

 

„მოკლედ, 7 წლის განმავლობაში ვიყავი ძალიან ნიჭიერი და ძალიან მაგარი ჯგუფის, „კომედი ჯგუფის“ წევრი, 7 წლის განმავლობაში მივიღე თითოეული ჯგუფის წევრისგან დიდი გამოცდილება და სიყვარული.

ეს 7 წელი ჩემს ცხოვრებაში იყო, არის და ყოველთვის იქნება ყველაზე ბედნიერი, ყველაზე წარმატებული წლები, ამ წლების განმავლობაში კომედი ჯგუფისგან მივიღე უდიდესი გამოცდილება და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც ამ ჯგუფის და იმ საქმით, რასაც წლების განმავლობაში ვაკეთებდი ამ ადამიანებთან ერთად დავიმსახურე ხალხის სიყვარული, ეს ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემთვის.

ყველაფრისთვის ძალიან დიდ მადლობას გიხდით მთლიან კომედი ჯგუფს, მადლობა უდიდესი გამოცდილებისთვის, მადლობა სიყვარულისთვის, მადლობა თითოეული დღისთვის, რაც თქვენთან ერთად გავატარე ამ 7 წლის განმავლობაში.

დღეიდან აღარ ვიქნები ამ ჯგუფის წევრი, მაგრამ ვიყავი, ვარ და ყოველთვის ვიქნები თქვენი მეგობარი. ბევრი კარგი რამის თქმა მინდა, გისურვებთ უდიდეს წარმატებას. მიყვარხართ ჩემო მეგობრებო, თქვენი მოკლე გივია“, – წერს გივი პაპავა.

 

მოკლედ 7 წლის განმავლობაში ვიყავი ძალიან ნიჭიერი და ძალიან მაგარი ჯგუფის,კომედი ჯგუფის წევრი,7 წლის განმავლობაში მივიღე…

Posted by Givi Papava on კვირა, 30 ივლისი, 2023

 

„სევდიანი ტექსტებით არ გამოვირჩევი, მაგრამ ახლა მიწევს. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო კომედი ჯგუფს ამ საოცარი 7 წლისთვის და ჩემი ოცნების ახდენისთვის, ეს პერიოდი არასდროს დამავიწყდება.

მადლობა იმ შანსისთვის, რაც მომეცით ცხოვრების ახალი ეტაპის დასაწყებად. ამ ეტაპზე კომედი ჯგუფში აღარ ვიქნები, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ისევ შევხვდებით, მიყვარხართ და გაფასებთ ყველას.

ასევე დიდი მადლობა, ხალხო, თქვენ ამხელა სიყვარულისთვის, რასაც თქვენგან ვგრძნობ ქუჩაშიც და სმს-ებშიც, მარტო როცა ვრჩები ბევრჯერ მიფიქრია, თუ რამხელა ბედნიერებაა ეს ჩემთვის, თქვენმა ამ სიყვარულმა ბევრი რთული მომენტი გადამატანინა. მიყვარხართ და მალე ბევრი სიახლეს შემოგთავაზებთ მე, გივი პაპავა და გიორგი ჩირგაძე“, – წერს სოციალურ ქსელში თემო ნიქაბაძე.

 

კომედი შოუ

სევდიანი ტექსტებით არ გამოვირჩევი მაგრამ ახლა მიწევს.დიდი მადლობა მინდა გადავუხადო კომედი ჯგუფს ამ საოცარი 7…

Posted by Temo Nikabadze on კვირა, 30 ივლისი, 2023

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g