დუშეთში ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა.
სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებენ და გიგა ნამგალაურს ემოციური სიტყვებით ემშვიდობებიან.
„ჩვენი ანგელოზი ხარ ?
მჯერა ყოველთვის ჩვენთან იქნები.
შეხვედრამდე განუმეორებელო ბიჭო.
მადლობა იმ დაუვიწყარი დღეებისთვის, რომელიც გვაჩუქე.
მშვიდად განისვენე მეგობარო.“
„როგორ ეს რატო ??
ღმერთო სადაა სამართალი როგორ დავიჯეროთ“
„ჩვენო არაგვის ხეობელო ბიჭო❤️ გუდამაყრის სიამაყევ!!“
,,მთელი დუშეთი ტირის… როგორ შეძელი, ყველასთვის თავის შეყვარება…“
„კიდევ ერთხელ ჩაიცვამს დუშეთი შავებს, როგორ მტკივა!
შენნაირი მომღიმარი კეთილი ადამიანები დაგხვდებიან“ – წერენ სოციალურ ქსელში.
